ფეხბურთელთა ხელფასების მხრივ ევროპაში ყველაზე გულუხვი "ბარსელონაა"

AutoSharing Option
ესპანური "ბარსელონა" კლუბებს შორის ფეხბურთელთა საშუალო ხელფასის მხრივ ლიდერობს. სტატისტიკა ევროპის წამყვან ჩემპიონატებს - ესპანეთის, ინგლისის, გერმანიისა და იტალიის პირველობებს მოიცავს.

სპორტული სააგენტო "სპორტინგ ინტელიგენსეს" კვლევის მონაცემებით, კატალონური კლუბის ხელმძღვანელობა თავის მოთამაშეებს წელიწადში საშუალოდ, 6,46 მლნ ევროს უხდის, მეორე ადგილზე კი მადრიდის "რეალია" - 5,8 მლნ ევროთი.

"ბებერი კონტინენტის" გუნდების პირველ ათეულში მოხვდნენ ინგლისური კლუბები - "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი", იტალიური "მილანი" და "ინტერნაციონალე", ასევე გერმანული "ბაიერნი".

Forbes-ის მონაცემებით კი, ფეხბურთელთა შორის ყველაზე მეტს ინგლისელი დევიდ ბექჰემი და მადრიდის "რეალის"
პორტუგალიელი ნახევარმცველი კრიშტიანო რონალდო გამოიმუშავებენ. "ოქროს ბურთის" სამგზის მფლობელი, "ბარსელონას" არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი კი, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, გამოცემის რეიტინგში მხოლოდ მე-11-ეა. მისი წლიური შემოსავალი 33 მლნ ევრო ყოფილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული