ვისენტე დელ ბოსკე: მიჩუს შანსს მივცემ

AutoSharing Option
"მარკასთან" ინტერვიუში ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ აღნიშნა, რომ უახლოეს ხანებში აპირებს, ეროვნულ გუნდში "სუონსის" შემტევი მიჩუ გამოიძახოს, რომელიც ინგლისურ ლიგაში ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.

26 წლის ფეხბურთელმა 18 მატჩში 13 გოლი გაიტანა. არადა, მისი ტრანსფერი უელსურ კლუბს "რაიო ვალეკანოდან" სულ რაღაც 2 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა ივლისში.

დელ ბოსკემ თქვა, რომ 6 თებერვალს დოჰაში ესპანეთის ნაკრები ურუგვაის ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრება და ამ თამაშისთვის მიჩუს და "სელტას" ფორვარდ იაგო ასპასს გამოიძახებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული