"კარგია, რომ ვიტან გოლებს და ვამხობ რეკორდებს, მაგრამ შეიძლებოდა ეს უკეთესადაც წარმართულიყო, თუკი ტიტულებზე ვისაუბრებთ.
მე ყოველთვის ვამბობდი, რომ როცა გუნდი ვერ იგებს, ჩემს გოლებს ფასი ეკარგება", - აქვეყნებს მესის სიტყვებს Mundo Deportivo.
"ტიაგოს დაბადება ჩემს ცხოვრებაში მთავარი მოვლენა იყო. ეს მართლაც არაჩვეულებრივი მომენტი იყო.
კიდევ ერთი რამ მხდის ბედნიერს - ეს არგენტინელთა სიყვარულია, რომლებიც ნაკრების თამაშებს ესწრებიან", - აცხადებს ლეო.
"იმედი მაქვს, კარიერას "ბარსელონაში" დავასრულებ, ახალი კონტრაქტი კი ამ ოცნების ახდენისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია", - თქვა ფორვარდმა.
მესიმ აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის წინა სეზონში ნახევარფინალში გამოთიშვის შემდეგ, კატალონიელებს მიმდინარე სეზონში ევროპის მთავარი საკლუბო ჯილდოს დაუფლების სურვილი ერთიორად გამძაფრებული აქვთ.
"ვფიქრობ, რომ ვიმსახურებთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას. ყველაფერს ვიზამთ, რათა "უემბლიზე" გადამწყვეტ მატჩში ვითამაშოთ და საერთოდ, მოვიგოთ ყველაფერი, რისი მოგებაც კი შეიძლება.
ახლა საქმეები კარგად მიდის. საჭიროა, ამავე შემართებით გავაგრძელოთ მუშაობა, რათა დასახული ამოცანები შევასრულოთ", - დასძინა არგენტინელმა.