პეპეს მონანიება: მე ახლაც კი "მკვლელს" მეძახიან

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი მცველი პეპე მისთვის ყველაზე უსიამოვნო ეპიზოდს შეეხო კარიერაში - 2008/09 წლების სეზონში "ხეტაფეს" წინააღმდეგ მატჩში პეპემ კონტროლი დაკარგა საკუთარ თავზე და მეტოქე, ხავიერ კასკერო ფაქტობრივად, ჩაწიხლა მეტოქე. პეპემ 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. 

"ამ ეპიზოდის შემდეგ, ჩემს შესახებ მსოფლიოში ცუდი რეპუტაცია დამკვიდრდა. მე ახლაც კი "მკვლელს" მეძახიან.

მაშინ ყველაზე მეტად ფეხბურთიდან წასვლა მინდოდა, იმდენად განვიცდიდი ჩადენილს. დასამალავი არაა, რომ ესპანეთში პორტუგალიელი ფეხბურთელები განსაკუთრებულ წნეხში ვართ",
- განაცხადა პეპემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული