ფლორენტინო პერესის ბოლო გაფრთხილება ჟოზე მოურინიოს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა შვებულებაში გასვლის წინ გუნდის თავკაც ჟოზე მოურინიოს სთხოვა, გაზეთების პირველ გვერდებზე მოხვდეს არა სკანდალების გამო, არამედ გუნდის ბრწყინვალე თამაშის წყალობით.

"მარკას" მტკიცებით, პერესმა აღნიშნული გაზეთის ჟურნალისტ მარკ მეანასთან კონფლიქტი იგულისხმა, როცა მოურინიომ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

თავად მოურინიო ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედოვნებს, რომ 2013-ში "რეალს" სხვანაირად აათამაშებს: "ჩვენ შევცვლით იმ სიტუაციას, რომელიც გუნდში ბოლო დროს შეიქმნა", - თქვა პორტუგალიელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული