"სევილიამ" ბოსნიელი მიროსლავ სტევანოვიჩი იყიდა

AutoSharing Option
ანდალუსიურმა "სევილიამ", რომელიც პრიმერა დივიზიონში მე-14 ადგილზე იმყოფება, სერბული "ვოივოდინას" 22 წლის ნახევარმცველი მიროსლავ სტევანოვიჩი შეიძინა.

სტევანოვიჩი ბოსნიის ნაკრების წევრია. ის 1 იანვარს ჩავიდა სევილიაში დღეს, 2 იანვარს ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო შემოწმებას გადის.

ხელშეკრულების ფინანსური მხარე არ გახმაურებულა, თუმცა "მარკას" ინფორმაციით, ბოსნიელი "სევილიას" 1,4 მილიონი ევრო დაუჯდა. 2,5 წელიწადში, რაც მან "ვოივოდინაში" გაატარა, სტევანოვიჩმა 12 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. სევილიას აეროპორტში ახალწვეულს თანამემამულე ემირ სპაჰიჩი დახვდა, რომელიც "სევილიაში" დიდი ხანია თამაშობს.

მიროსლავ სტევანოვიჩი 180 სმ. სიმაღლისაა. ბოსნიელი
"ვოივოდინაში" 18 წლის ასაკში ჩაირიცხა, თუმცა 2 სეზონი სხვადასხვა კლუბში იჯარით ითამაშა. ბოსნიის ნაკრებში სტევანოვიჩს 5 თამაში აქვს ჩატარებული. ჯერჯერობით ერთადერთი გოლი კი მან უელსის ნაკრებს, ამხანაგურ მატჩში გაუტანა.

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. თავისუფალი აგენტები: ესპანური ბოსმანის სია




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული