ტიტო ვილანოვა "ბარსელონას" ნაადრევად დაუბრუნდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ქომაგებმა ესპანური პრესისგან საახალწლოდ კარგი სიახლე შეიტყვეს, რომელიც გუნდის მთავარ მწვრთნელ ტიტო ვილანოვას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ ვილანოვამ 2012 წლის დეკემბერში სიმსივნის ოპერაცია გაიკეთა და ექიმების წინასწარი პროგნოზით, მწვრთნელი თავის საქმიანობას დაახლოებით ორი თვის შემდეგ უნდა დაბრუნებოდა.

თუმცა ვილანოვამ საკმაოდ ადრე - უკვე 2 იანვარს განაახლა მუშაობა. მეტიც, მწვრთნელს სურს, თავის გუნდს ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში "ესპანიოლთან" საშინაო მატჩში გუნდს უხელმძღვანელოს.

კატალონიელები ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებენ და მეორე ადგილზე მყოფ "ატლეტიკოს" ცხრა ქულით უსწრებენ. რაც შეეხება "ბარსელონას"
დაუძინებელ მტერს მადრიდის "რეალს", ჟოზე მოურინიოს გუნდი მას 16 ქულით ჩამორჩება.

ასევე იხილეთ:

დანიელ ალვეში: ყოველ გამარჯვებას ტიტო ვილანოვას ვუძღვნით
ჩავი: "ვალიადოლიდთან" გამარჯვებას ტიტო ვილანოვას ვუძღვნით [VIDEO]
ესპანეთი. ლა ლიგა. XVII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები
ტიტო ვილანოვა საოპერაციოში შესვლამდე: ჩემ გამო ნუ ინერვიულებთ
20 დეკემბერს ტიტო ვილანოვას სიმსივნის ოპერაციას გაუკეთებენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული