ჟოზე მოურინიო ფაბიო კოენტრაოს ტრანსფერზე დააყენებს

AutoSharing Option
ესპანური მედიის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიოს მოსწყინდა თანამემამულის, ფაბიო კოენტრაოს დაცვა, რომელიც "რეალში" ერთ-ერთი სუსტი რგოლია და მას ტრანსფერზე დააყენებს.

თუმცა კოენტრაოს გაყიდვა იმაზე რთული უნდა იყოს, ვიდრე მისი ყიდვა - პორტუგალიელში "სამეფო კლუბმა" 30 მილიონი ევრო გადაიხადა. ახლა კოენტრაო ეს თანხა ნამდვილად აღარ ღირს.

მოურინიოს მოთმინების ფიალა მაშინ აივსო, როცა სამშაბათს ფეხბურთელმა "რეალის" ვარჯიშზე ძალიან დააგვიანა. ის სამშობლოში შეხვდა ახალ წელს, დაგვიანება კი გზაზე ავარიით ახსნა. მოურინიომ უკვე მოითხოვა ფეხბურთელის მაქსიმალურად დასჯა.

ასევე იხილეთ:
პორტუგალიური გარჩევა მადრიდის "რეალში"
ფაბიო კოენტრაო
ტრავმის გამო ერთ თვეს გამოტოვებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული