"გრანადას" მწვრთნელი: უნდიანო მალენკო თეორიულად ესპანეთის საუკეთესო მსაჯია, პრაქტიკულად კი...

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში "ვალენსიამ" დაამარცხა სტუმრად 10-კაციანი "გრანადა" - 2:1. მატჩის შემდგომ შეხვედრაზე "გრანადას" თავკაცმა ხუან ანკელამ და "ვალენსიას" მთავარმა ერნესტო ვალვერდემ ისაუბრეს.

"მარკამ" ამ შეხვედრის არბიტრ უნდიანო მალენკოს 10–ბალიანი სისტემით 0 დაუწერა – მან უსაფუძვლოდ გააძევა "გრანადას" ნახევარმცველი მიკელ რიკო.

ხუან ანკელა (გრანადა): "გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ახლა ძალიან გვჭირდება ქულები და განაწყენებული ვარ. სამწუხაროდ, მეტოქემ სტანდარტული მდგომარეობებით გვაჯობა. მიკელ რიკო სულ ტყუილად გააძევეს. უნდიანო მალენკო თეორიულად ესპანეთის საუკეთესო მსაჯია, მას საერთაშორისო ასპარეზზე წარადგენს, პრაქტიკულად კი..."

ერნესტო ვალვერდე
(ვალენსია): "ყოველთვის ვცდილობ გუნდში გამარჯვებულის სულისკვეთება შევიტანო. დღეს მე კმაყოფილი ვარ. წლის გამარჯვებით დაწყება მნიშვნელოვანია".

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XVIII ტურის წინ: აი, დილემა: იკერი თუ ადანი


მკითხველის კომენტარები / 1 /
ავტორ ვალენსიამ 82-ე წუთზე გაიტანა და როდიდან გახდა ეგ მსაჯის მიერ დამატებული დრო? :)))
0

სიახლეები პოპულარული