მადრიდის "რეალმა" "რეალ სოსიედადს" 4:3 მოუგო

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში საოცარი მატჩი გაიმართა "რეალსა" და "რეალ სოსიედადს" შორის - "სამეფო გუნდმა" 7-გოლიან თრილერში იმარჯვა - 4:3.

ჟოზე მოურინიომ კვლავ სკამზე დასვა იკერ კასილიასი, კარში კი ანტონიო ადანი ჩააყენა. უკვე მე-6 წუთზე, როცა "რეალი" 1:0-ს იგებდა, მეკარემ პირისპირ გასული მეტოქე მოცელა და წითელი ბარათი მიიღო.

ასე აღმოჩნდა მოედანზე იკერ კასილიასი, რომელმაც საბოლოოდ სამი გოლი გაუშვა. სხვათა შორის, კასილიასს კაპიტნის სამკლავური შესთავაზა კრიშტიანო რონალდომ, მაგრამ იკერმა უარი უთხრა.

კრიშტიანო რონალდომ დუბლი შეასრულა, ხოლო "რეალ სოსიედადის" ნახევარმცველმა ჩაბი პრიეტომ
- ჰეთ თრიკი.

სხვათა შორის, პუბლიკა მოურინიოს სტვენით, ხოლო კასილიასს ოვაციით შეხვდა

ასევე იხილეთ:
"სელტამ" იაგო ასპასის დუბლით 3-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული