დიეგო ბუონანოტეს ბენეფისი და ტრავმა

AutoSharing Option
მანუელ პელეგრინის "მალაგა" ესპანეთის თასის მეოთხედფინალში გავიდა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ უპრობლემოდ.

ბასკურ "ეიბართან" პირველი მატჩი 1:1 დასრულდა, საპასუხოს დასრულებამდე 16 წუთით ადრე მესამე დივიზიონის გუნდი 1:0-ს იგებდა! გოლი "ეიბარის" გამოცდილმა ნახევარმცველმა რუბენ აროიომ გაიტანა.

"მალაგას" პასუხი ნაგვიანები, მაგრამ ეფექტური იყო - ანდალუსიელებმა მეტოქეს 4 გოლი გაუტანეს.

ბენეფისი მოიწყო 24 წლის არგენტინელმა დიეგო ბუონანოტემ, რომელიც ესპანურმა მედიამ "პალერმოში" იჯარით გადასულად ნაადრევად შერაცხა - დიეგომ ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ მატჩის ბოლოს (გოლის გატანისას) სერიოზული ტრავმა მიიღო.
სხვა გოლები სება ფერნანდესის და ფრანსისკო პორტილიოს ანგარიშზეა.

მატჩის შემდეგ მედიას მწვრთნელები წარუდგნენ:

მანუელ პელეგრინი (მალაგა): "ძალიან მაგარი მეტოქე გვყავდა, თუმცა ჩვენც სათანადოდ დავუხვდით. გუნდში ერთ ფეხბურთელსაც არ უფიქრია, რომ იოლი გასეირნება ელოდა. ყველამ კარგად იცოდა, რომ "ბილბაოს" გამგდები გუნდი საპასუხო მატჩშიც დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევდა. პირველ ტაიმში კრეატიულობა გვაკლდა, მეორეში კი მიზანს მივაღწიეთ".

გაისკა გარიტანო (ეიბარი): "70 წუთზე მეტს ვუგებდით ჩემპიონთა ლიგის წარმატებულ გუნდს! ამაყი ვარ. ახლოს ვიყავით მიზანთან, მაგრამ კლასმა ბოლოს თავისი გაიტანა. შინ ხელცარიელები, მაგრამ თავაწეულები ვბრუნდებით".

"მალაგა" მეოთხედფინალშია და დიდი ალბათობით, "ბარსელონას" შეხვდება, რომელმაც პირველ მატჩში სტუმრად 2:0 მოუგო "კორდობას" (ორივე გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა).

ასევე იხილეთ:
უეფამ "მალაგას" წითელი აუნთო - 4 სეზონი ევროთასების გარეშე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული