ნსუეს კუნძულები გაუტკბა

AutoSharing Option

"მალიორკას" ფორვარდმა ემილიო ნსუემ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ის 2015 წლის ზაფხულამდე ბალეარული კლუბის საკუთრებაა. 21 წლის ნსუემ "ბარსელონასთან" მატჩში ისტორიული გოლი გაიტანა და "კამპ ნოუზე" მიქაელ ლაუდრუპის გუნდს ქულა მოუპოვა. მის კონტრაქტს ვადა 2012 წელს უსრულდებოდა, მაგრამ "მალიორკას" ვიცე-პრეზიდენტის, ლორენსო სერა-ფერერის ინიციატივით ახალგაზრდა ტალანტმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

"ძალიან გახარებული ვარ იმით, რაც მოხდა. ჩემი ოცნებაც ეს იყო, რომ კარიერის საუკეთესო წლები "მალიორკაში" გავატარო. ახლა გაცილებით თავდაჯერებული გავალ მოედანზე და ვითამაშებ ჩემი კლუბისთვის. ისე, ფეხბურთის თამაშს დიდ

ხანს ვაპირებ და არ გაგიკვირდეთ, რომ "მალიორკასთან" კვლავ მომიწიოს კონტრაქტის გაგრძელება. დიდი მადლობელი ვარ გუნდის ხელმძღვანელების და მწვრთნელის, ლაუდრუპმა ძალიან ბევრი შემასწავლა მოკლე ხანში", - განაცხადა ემილიო ნსუემ.

ემილიო ნსუე ლოპესი პალმა დე მალიორკაში დაიბადა. ის "მალიორკას" აკადემიის აღზრდილია. ნსუემ პირველად 2008 წელს მოირგო გუნდის მაისურა. სულ სეზონში 8 თამაშში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლიც გაიტანა. შემდეგ ნსუემ სათამაშო პრაქტიკისთვის იჯარით სეგუნდადივიზიონის კლუბებში თამაში არჩია, ჯერ "კასტელონში" (38 თ. 7გ), შემდეგ - "რეალ სოსიედადში (33 თ, 5 გ) და არც შეცდა - "მალიორკას" ის უკვე ჩამოყალიბებული ფეხბული დაუბრუნდა. ნსუეს მამა წარმოშობით ეკვატორული გვინეადანაა, თუმცა ემილიომ ესპანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა, 2009-ში კი გვინეელებს უარი შეუთვალა, როცა ამ აფრიკული ქვეყნის ეროვნულ გუნდში გამოიძახეს.

კონტრაქტის გაგრძელებით ნსუემ ბოლო მოუღო ჭორებს, რომელთა მიხედვითაც ლონდონის "არსენალი" იანვარში აპირებდა ნიჭიერი ესპანელი ფორვარდის შეძენას. ბრიტანული მედია ნსუეს სავარაუდო სატრანსფერო ფასად 7 მილიონ ევროს ასახელებდა.

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული