ტიტო ვილანოვა: სეზონის მეორე ნახევრის ასევე ჩატარება გაგვიჭირდება

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც "ბარსელონამ" სტუმრად 3:1 სძლია "მალაგას", ტიტო ვილანოვა ჟურნალისტებს გაესაუბრა.

"11 ქულით ვუსწრებთ უახლოეს კონკურენტს, მადრიდის "ატლეტიკოს". ჩემპიონატის დასაწყისში ასეთი უპირატესობა, უბრალოდ, წარმოუდგენელია, მაგრამ ჩვენ არ ვართ დაუმარცხებლები.

ყველაფერს, რასაც აქამდე მივაღწიეთ, დიდი შრომა და მოგებების უდიდესი წყურვილი ახლდა. იმ დღეს, როცა ჩვენ დავივიწყებთ ამ შემართებას და მაღალ დონეზე არ ვითამაშებთ, დავმარცხდებით.

ამიტომ მთავარი ამ ფორმის შენარჩუნებაა".

პირველ წრეზე
"ძალიან კმაყოფილი ვარ სეზონის პირველი ნახევრით. წარმოიდგინეთ, სტუმრად 10 მატჩი მოვიგეთ"!

რატომ იგებს "ბარსა"?
"რა
არის "ბარსას" წარმატების მიზეზი? ფეხბურთელები! ისინი ძალიან კარგები არიან, მათ 4-წლიანი წარმატებული ციკლი უმაგრებთ ზურგს და იციან "ბარსელონას" სათამაშო კონცეპცია თვალდახუჭულებმა".

მეორე წრეზე
"სეზონის მეორე ნახევრის ასევე ჩატარება გაგვიჭირდება. ლა ლიგის ტიტული არ მოგვიგია, მთელი მეორე წრე წინაა, წინაა ძნელი ვიზიტები "ვისენტე კალდერონზე" და "სანტიაგო ბერნაბეუზე", მაგრამ ჩვენ მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებთ".

"მალაგასთან" სათასო დაპირისპირებაზე
"მალაგას" ახლა თასზე ვხვდებით, თუმცა თითოეული მატჩი ცალკე სალაპარაკო თემაა და შეიძლება სულ სხვანაირად განვითარდეს მოვლენები".

დავიდ ვილიაზე
"ვილია არსადაც არ მიდის. ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რა საჭირო ფეხბურთელიცაა დავიდი გუნდისთვის".

თავის ავადმყოფობაზე
"მალაგელთა მადლიერი ვარ საჯაროდ გამოხატული მხარდაჭერისთვის, თუმცა მირჩევნია ჩემი ავადმყოფობის გამო ყურადღების ცენტრში არ მოვექცე. მირჩევნია, თითით საჩვენებელი ჩემი საქმის გამო ვიყო".

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XIX ტური: "ბარსელონა" - არის პირველი წრის რეკორდი! [VIDEO]
სენსაციური სიახლე: "მალაგასთან" "ბარსას" ისევ ტიტო ვილანოვა გამოიყვანს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული