თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩემპიონატში "სამეფო კლუბს" ძალიან უჭირს, ერთადერთი საშინაო ჯილდოს მოპოვება ჟოზე მოურინიოს გუნდს სწორედ ამ ასპარეზობაში შეუძლია.
ისე დაემთხვა, რომ ეს გუნდები ზედიზედ სამჯერ შეხვდებიან ერთმანეთს - ორჯერ თასზე, ერთხელ - ჩემპიონატში.
მადრიდელებს დისკვალიფიკაციამოხდილი კრიშტიანო რონალდო და ანტონიო ადანი (სკამზე) უბრუნდებათ. სერხიო რამოსს კი ჯერ არ მოუხდია სასჯელი - ის "ვალენსიასთან" დაპირისპირების სამივე შეხვედრას გამოტოვებს.
შესაძლოა, ოქტომბრის მერე პირველად ვიხილოთ მარსელო, რომელმაც მოტეხილი ფეხი მოირჩინა.
"ვალენსიას" კაპიტანი, დავიდ
* "რეალმა" ყველა შეჯიბრში ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო.
* "რეალს" 32 მატჩია, "სანტიაგო ბერნაბეუზე" არ წაუგია.
* "ვალენსიამ" ყველა შეჯიბრში ბოლო 8 მატჩიდან 7 მოიგო.
* "ვალენსიას" "რეალთან" ბოლო 7 დაპირისპირებიდან 5 "ღამურებისთვის" მარცხით დასრულდა.
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი: კასილიასი - არბელოა, ალბიოლი, ვარანი, კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია, იოზილი, რონალდო - ბენზემა.
ვალენსია: ალვეში - პერეირა, რამი, რ. კოშტა, გუარდადო - ბანეგა, კოსტა - პარეხო, ჟონასი, პიატი - სოლდადო.
სამეფო თასი. 1/4-ფინალის წინ
15 იანვარი
რეალი-ვალენსია 00:00
16 იანვარი
სარაგოსა-სევილია 22:30
ბარსელონა-მალაგა 00:30
17 იანვარი
ატლეტიკო-ბეტისი 01:00
საპასუხო მატჩები 23 იანვარს
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იკერ კასილიასმა ჟოზე მოურინიოს გული მოიგო