"რეალში" ჟოზე მოურინიო შეიძლება მიქაელ ლაუდრუპმა შეცვალოს

AutoSharing Option
ესპანური პრესა ირწმუნება, რომ მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობას უკვე შერჩეული ჰყავს ჟოზე მოურინიოს შესაძლო შემცვლელი - დანიელი მიქაელ ლაუდრუპი.

ჟოზე მოურინიო, სავარაუდოდ, სეზონის ბოლოს "სამეფო კლუბიდან" წავა. მის ნაცვლად კი შეიძლება "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი მიქაელ ლაუდრუპი დაინიშნოს. ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი სწრაფი ტემპებით კარგავს კლუბის წევრთა (სოსიოსი) ნდობას.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ლეგენდარული დანიელი უელსურ "სუონსი სიტის" ხელმძღვანელობს, რომელიც ინგლისურ პრემიერლიგაში კარგად ასპარეზობს.

ასევე იხილეთ:
მიკაელ ლაუდრუპი: მიჩუს ყიდვა წლის ტრანსფერია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული