ჟოზე მოურინიო ანხელ დი მარიას: რაც ახალი კონტრაქტი დაიბევე, განძრევა გეზარება

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ბოლო დროს ჟოზე მოურინიო თავისიანებს დაერია, რაც ადრეულ კარიერაში არ ახასიათებდა. ახლა კი იკერ კასილიასის შემდეგ, "მარკას" ცნობით, "რეალის" თავკაცმა მიზანში არგენტინელი ანხელ დი მარია ამოიღო.

24 წლის დი მარია მოურინიომ სუსტი თამაშისთვის აითვალწუნა, სასტარტოშიც უფრო იშვიათად ათამაშებს და ნაკლებადაც ენდობა.

"მარკა" ამტკიცებს, რომ "ოსასუნასთან" მატჩის ბოლოს დი მარიას და მოურინიოს შორის ასეთი "დიალოგი" გაიმართა: "საერთოდ არ თამაშობ, გაცილებით სასარგებლო იყავი, როცა ნაკლებ ხელფასს იღებდი. რაც ახალი კონტრაქტი დაიბევე, განძრევა გეზარება". ეს ყველაფერი გასახდელში მოხდა. არგენტინელს არაფერი უპასუხია.

სხვათა შორის, მოურინიომ მაშინ სახალხოდ ფეხბურთელი არ გააკრიტიკა და თქვა, რომ ფეხბურთელების მონდომებით კმაყოფილი დარჩა.

კონფლიქტს ჟურნალისტებთან დი მარიაც უარყოფს: "ვშრომობ თავდაუზოგავად და თავს კარგად ვგრძნობ. ჩემი მიზანი "რეალის" სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებაა. რა თქმა უნდა, ძნელია, როცა ხშირად ვერ თამაშობ, ამის დამტკიცება, მაგრამ როგორც კი ჟოზე მოურინიო შანსს მომცემს, გამოყენებას შევეცდები".

ასევე იხილეთ:
ანხელ დი მარია: კრიშტიანო რონალდომ კონტრაქტთან დაკავშირებით უნდა გადაწყვიტოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული