კრიშტიანო რონალდომ უეფას სიმბოლურში მოხვედრის რაოდენობით რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ უეფას სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრის რაოდენობით რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალური საიტი იტყობინება.

უეფას საიტმა 2001 წლიდან გულშემატკივართა შორის გამოკითხვა წამოიწყო, რომლის შედეგების მიხედვითაც სიმბოლურ ნაკრებებს ადგენს. "რეალის" თავდამსხმელი რჩეულთა შორის კარიერაში უკვე მეშვიდედ მოხვდა.

სიმბოლურ ნაკრებში ასევე მოხვდა რონალდოს სამი თანაგუნდელი - მეკარე იკერ კასილიასი, მცველი სერხიო რამოსი და ნახევარმცველი მესუთ იოზილი.

2012 წლის შედეგების მიხედვით, სიმბოლურ გუნდში ოთხი წარმომადგენელი ჰყავს "ბარსელონას" - მცველი ჟერარდ პიკე, ნახევარმცველები: ხავი ერნანდესი და ანდრეს ინიესტა და ფორვარდი
ლიონელ მესი
.

რამოსისა და პიკეს გარდა, საუკეთესო მცველებად დასახელდნენ ტიაგო სილვა (პსჟ) და ფილიპ ლამი (ბაიერნი). უეფას საიტის სიმბოლურ ნაკრებში პირველად მოხვდა ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი ანდრეა პირლო.

ხმის მიცემაში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, სულ კი 5,3 მლნ არჩევანი დაფიქსირდა. გამოკითხვაში ყველაზე დიდი პოპულარობით ანდრეს ინიესტა სარგებლობს, რომელმაც ხმათა დაახლოებით 75 პროცენტი მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული