ჟოზე მოურინიომ "რეალი" ორი დღით შვებულებაში გაუშვა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ "ვალენსიას" დამარცხების შემდეგ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო - მან "რეალი" ორი დღით შვებულებაში გაუშვა!

ჟოზე მიიჩნევს, რომ ფეხბურთელები გადაიღალნენ, მათ ცოტა ხნით საქმისგან მოწყვეტა და ძალების აღდგენა სჭირდებათ. ამის გამო ოთხშაბათს და ხუთშაბათს ისინი მწვრთნელმა გაანთავისუფლა.

სხვათა შორის, რამდენიმე ფეხბურთელს მოურინიო მეტი შეღავათის მიცემას უპირებს. პირველ რიგში, ეს ტრავმით მოთამაშე ჩაბი ალონსოს ეხება, რომელსაც მოურინიო გუნდში უდიდეს პროფესიონალად მიიჩნევს.

ბასკი ნახევარმცველი მოურინიომ შეიძლება კვირას არ ათამაშოს, ან სათადარიგოთა სკამზე დატოვოს. შეგახსენებთ, რომ კვირას "რეალი" ჩემპიონატის ეგიდით
ეწვევა "მესტალიას" "ვალენსიასთან" სათამაშოდ, 23 იანვარს კი - "სამეფო თასის".

ასევე იხილეთ:
კოპა დელ რეი: ჟოზე მოურინიოს 600
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული