"ატლეტიკო" "ბეტისთან" მატჩში რადამელ ფალკაოს თავურით დაწინაურდა, მერე კი ბრაზილიელმა მცველმა ფილიპე ლუიშმა 2:0 გახადა. აღსანიშნავია, რომ ორივე ეპიზოდში დიდი წვლილი კიდევ ერთ ბრაზილიელს, დიეგო კოშტას მიუძღვის, რომელმაც ჯერ მარჯვენა, მეორე ეპიზოდში კი მარცხენა ფლანგზე თავბრუ დაახვია ანდალუსიელ მცველებს.
30-ე წუთზე ერთ ეპიზოდში 4-ჯერ (!) გადარჩა სასწაულებრივ მასპინძელთა კარი:
თამაშს ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე ესწრებოდა, რომელიც ბენიატისა და რუბენ კასტროს თამაშს აკვირდებოდა.
დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ბეტისი" ძალიან კარგი გუნდია, დინამიკური და სწრაფი. პირველი ტაიმი ისე ვითამაშეთ, როგორც მსურდა - ძალიან კარგად გამოვიყურებოდით. შედეგი კარგია, მაგრამ არა გადამწყვეტი. დიეგო კოშტა გუნდისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს შემადგენლობა შევინარჩუნო".
პეპე მელი (ბეტისი): "ატლეტიკო" ჩვენზე უკეთ 25 წუთის განმავლობაში თამაშობდა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი ტიბო კურტუაა, საერთაშორისო ასპარეზზე ერთ-ერთი უძლიერესი მეკარე. ის, რომ თამაში 2:0 დასრულდა "ატლეტიკოს" სასარგებლოდ, პირადად მისი დამსახურებაა".
ასევე იხილეთ:
კოპა დელ რეი: უნაი ემერის წარმატებული დებიუტი "სევილიაში"