შეგახსენებთ, რომ 18 იანვარს ვალდესმა განაცხადა, რომ "ბარსელონასთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, რომელიც 2014 წლამდე მოქმედებს.
"მე ველაპარაკე ვიქტორს. მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემს. მას შეუძლია, სადაც უნდა იქ წავიდეს.
მას ტრანსფერი არ მოუთხოვია, უბრალოდ ის ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს. ადამიანები იქ უნდა იყვნენ, სადაც სურთ.
იმედია ვალდესი ისევე გააგრძელებს მუშაობას, როგორც ამას აქამდე აკეთებდა.
მეც გუშინ გავიგე მისი გადაწყვეტილება. სუბისარეტამ დამირეკა და ამის შესახებ მითხრა. ვაღიარებ, გაკვირვებული ვიყავი,
ახლა გვექნება დრო, რომ მისი შემცვლელი ვიპოვოთ", - თქვა ვილანოვამ.
მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით