ეს "რეალ სოსიედადმა" მოახერხა, თანაც მას მერე, რაც 0:2-ს აგებდა. ტიტო ვილანოვას გუნდის პირველი წაფორხილებით "ატლეტიკომ" უმალ ისარგებლა, "ლევანტე" ადრიან ლოპესის და კოკეს გოლებით დაამარცხა და სხვაობა 8 ქულამდე შეამცირა.
ინტრიგა დაბრუნდაო, რომ თქვა, ნამუსზე ხელი უნდა გქონდეს აღებული, თუმცა ჩემპიონატი ოდნავ დაიძაბა და ამით ნეიტრალური გულშემატკივარი აუცილებლად მოიგებს.
ბასკის თუთიყუშები მწარედ იკბინებიან
ველოსიპედს თავიდან არ გამოვიგონებთ, თუ ვიტყვით, რომ მექსიკელი ხავიერ "ელ ვასკო" აგირეს "ესპანიოლი" სულ სხვა გუნდია, ვიდრე მისი წინამორბედის
"თუთიყუშები" იკბინებიან, თანაც ძალიან მწარედ. ბარსელონელებს გამარჯვება თამაშის მიწურულს რაულ ბაენას გოლმა მოუტანა ბოლოს 10 კაცით მოთამაშე "მალიორკასთან" (გაძევებით აღნიშნა დებიუტი "სევილიადან" განათხოვრებულმა ანტონიო ლუნამ) - 3:2.
მანამდეც და მერეც ბევრი საინტერესო მოხდა, თუმცა მეტ დეტალს არ ჩავუღრმავდებით, მაინც პარასკევის მატჩზეა საუბარი.
ხავიერ აგირე (ესპანიოლი): "ძალიან მნიშვნელოვანია საშინაო მატჩებში წარმატების მიღწევა, თუმცა ლა ლიგაში ჯერ კიდევ ბევრი ვარჯიში და თამაში დაგვრჩა. კმაყოფილი ვარ ფეხბურთელების თამაშით და დამოკიდებულებით, მაგრამ არ მინდა, არ გამოვთქვა ჩემი აღშფოთება - რუი ფონტეს უსტვინეს ტრიბუნებიდან, ასე კი არ შეიძლება. ბიჭებს გამხნევება მაშინ უფრო სჭირდებათ, როცა რაღაც არ გამოსდით მოედანზე".
ხოაკინ კაპაროსი (მალიორკა): "ბევრი ვიშრომეთ, მაგრამ მეტოქე მაშინ დაწინაურდა, როცა თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. უნდა შევცვალოთ თამაშის დინამიკა, თორემ უკვე გასავარდნ ზონაში ვართ".
ელვების ჩაშლილი რეკორდი
"რაიო ვალეკანომ" თავისი ისტორიული რეკორდი ვერ გაიმეორა - ზედიზედ მეხუთე მატჩი ვეღარ მოიგო. ტრავმირებული ლეო კარილიოს და დისკვალიფიცირებული ალეხანდრო "ჩორი" დომინგესის გარეშე მადრიდული გუნდი გაცილებით სუსტია. "გრანადას" რიგებში მიკელ რიკოს გამოვყოფთ, რომელიც შუა ხაზში საუკეთესო იყო.
ანგარიში ხორდი ამატმა გახსნა, როცა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მეორე გოლი კი "მალაგადან" გადასულმა ხოსე რესიომ გაიტანა.
ხუან ანკელა (გრანადა): "გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა. გუნდმა მოიგო და თან ძალიან დამაჯერებლად. ყველამ კარგად იბრძოლა. განსაკუთრებით მომწონს, რომ კარი "მშრალად" შევინახეთ".
პაკო ხემესი (რაიო ვალეკანო): "ორივე გუნდმა კარგად ითამაშა. მოიგო იმან, რომელმაც მეტოქის კართან უფრო იყოჩაღა".
ანოეტა ბარსას ვერ გუობს
პირველი წრე: 18 მოგება და 1 ფრე; მეორე წრის პირველი მატჩი და პირველივე მარცხი!
"ბარსელონას" 12-მატჩიანი მოგებათა სერია ჩემპიონატში მე-13 შეხვედრაში შეწყდა. "ჩური ურდინმა" შეძლო ის, რაც ამ სეზონში მხოლოდ გლაზგოს "სელტიკმა" მოახერხა - დაამარცხა "ბარსელონა". თანაც, "რეალ სოსიედადი" 0:2-ს აგებდა ლეო მესის და პედრო როდრიგესის გოლებით, მაგრამ პირველ ტაიმშივე გონსალო "ჩორი" კასტრომ ერთი გაქვითა. მეორის დასაწყისში კი "ბარსა" ჟერარდ პიკემ დააღალატა.
10 კაცით დარჩენილმა ლიდერმა ჯერ იმავე კასტროსგან (ბურთი მასკერანოს მოხვდა) გაუშვა, თამაშის უკანასკნელ წუთზე კი გამარჯვების გოლი შეცვლაზე შესულმა იმანოლ აგირეჩემ გაიტანა. "ანოეტაზე" ბოლო 3 მატჩში "ბარსამ" 2 წააგო და ერთი ფრედ დაასრულა.
ფილიპ მონტანიე (რეალ სოსიედადი): "ბიჭები არ შეეგუენ წაგებას. 0:2 კი არა, ლამის 0:3 გახდა და მაინც ბოლომდე იბრძოლეს. ისინი ამისთვის რაიმე მნიშვნელოვან ნომინაციაზე წარდგენასაც იმსახურებენ. "ბარსა" ფანტასტიკური გუნდია, 10 კაცითაც".
ტიტო ვილანოვა (ბარსელონა): "ვულოცავ "რეალს" ამ წარმატებას. არასოდეს მიფიქრია, რომ ეს მატჩი იოლი იქნებოდა.
2:1-ზე პიკე რომ გაგვიძევეს, კიდევ უფრო გაჭირდა. პიკეს ჯარიმა იყო ძალიან ჩვეულებრივი, ასეთი 200-ია თითო მატჩში, ხშირად ყურადღებასაც არ აქცევენ ხოლმე.
თავიდან შანსები გამოვიყენეთ, მაგრამ "რეალმა" ყურები არ ჩამოყარა. ყველა თამაშს ვერ მოიგებ, ეს ჯერ არავის გაუკეთებია. ერთ დღესაც ჩვენც უნდა წაგვეგო".
Video
სოსიედადი - ბარსელონა 3:2
სოსიედადი - ბარსელონა 3:2
ემერი მიზანთან ახლოს იყო
უნაი ემერი "სევილიაში" მივიდა და პირველი, რაც გააკეთა, დიეგო ლოპესი სკამზე დასვა და ვეტერანი ანდრეს პალოპი დააწინაურა.
სწორედ ამ მეკარის "წყალობით", ემერის დებიუტი ჩემპიონატში მოგების ნაცვლად, ფრით დასრულდა - სტუმრები ხოსე რეიესის გოლით იგებდნენ, როცა პალოპის საშინელი შეცდომის გამო ადრიან კოლუნგამ გაათანაბრა.
ამის შემდეგაც "სევილია" უკეთ თამაშობდა, მაგრამ ანდალუსიელთა საუკეთესო მომენტი ალვარო ნეგრედომ გაანიავა.
უნაი ემერი (სევილია): "თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ, მაგრამ შედეგი მაღელვებს".
რომ არა ვილი...
"მალაგამ" ანგარიში გოლით კი არა, უფრო ლელოს შეტანით გახსნა - 37-ე წუთზე ანდალუსიელებმა დიდხანს უტრიალეს გალისიელთა საჯარიმოს, კარშიც ბევრი ურტყეს და ბოლოს მარტინ დემიკელისმა ნახევარი მეტრიდან გაიტანა.
სიმბოლურია, რომ გამეორებაზე ისიც გამოჩნდა, გოლამდე წამით ადრე ბურთი ხელით გაისწორა როკე სანტა კრუსმა.
მეორე ტაიმში არგენტინელმა აუგუსტო ფერნანდესმა "სელტას" ქულა მოუტანა. რომ არა კიდევ ერთი არგენტინელი - ვილი კაბალიერო, "სელტა" სულაც მოიგებდა; დე ლუკასი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ვერ აჯობა მას.
მანუელ პელეგრინი (მალაგა): "მოედანი უფრო საციგურაოს წააგავდა, ვიდრე საფეხბურთოს. ფეხბურთის თამაში შეუძლებელი იყო, მაგრამ ეს არ გვამართლებს, რადგანაც მეტოქეც ანალოგიურ სიტუაციაში იყო".
პაკო ერერა (სელტა): "გული მწყდება, მოსაგები თამაში იყო - 2 ქულა დავკარგეთ".
ბოლოდან ბოლოზე
"მზის ქვეშ" ადგილისთვის ბრძოლაში "ოსასუნამ" "დეპორტივოს" 3 ქულა გამოაცალა და ბოლო ადგილზე მოისროლა. კიკე სოლამ ანგარიში გახსნა, მაგრამ "დეპორტივო" მანამდე არ გამოფხიზლდა, სანამ მეორე გოლიც არ გავიდა გუნდის კარში (ნინო).
ხავიერ კამუნიასმა მატჩის უკანასკნელ წუთზე ერთი კი გაქვითა, მაგრამ ამან გალისიელებს არაფერი მოუტანა.
სხვათა შორის, "ოსასუნას" მწვრთნელი ხშირად შესჩივის ხოლმე უსამართლო მსაჯობას, ამჯერად კი ყველაფერი პირიქით იყო - მსაჯი აშკარად ნავარელთა სასარგებლოდ ცდებოდა.
ტრავმიანი ტაიმი
ხავი გერას და ოსკარ გონსალესის გოლების წყალობით "ვალიადოლიდმა" იმარჯვა მატჩში, რომელმაც თავი ტრავმების სიუხვით და კოკისპირული წვიმით დაგვამახსოვრა. მაგრამ გამარჯვება გუნდს ძვირი დაუჯდა - "ვალიადოლიდმა" გერმანელი ლიდერი პატრიკ ებერტი დაკარგა. მალე მეტოქე გუნდის საუკეთესო ფეხბურთელიც დაიმტვრა - აპონიო. ტაიმის ბოლომდე ვერც სტუმართა მცველმა გლენ ლოოვენსმა გაძლო.
ესპანეთი. ლა ლიგა. XX ტური
ესპანიოლი-მალიორკა 3:2
გოლები: 1:0 სიმაო (16), 1:1 ჯოვანი დოს სანტოსი (35), 1:2 ხ. მარკესი (42), 2L2 ვერდიუ (68-პენ), 3:2 ბაენა (83)
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხ. ლოპესი, კოლოტო, მორენო, კაპდევილა - ფორლინი, ბაენა - რუი ფონტე (46. ლონგო), ვერდიუ (85. ალფონსო), სიმაო - ს. გარსია (90. ტეხერა).
მალიორკა (4-2-3-1): ავატე (61. მინიო) - ნსუე, ჟერომელი, ნუნიეში, კევინი (71. ჰემედი) - პინა, მარკესი (78. მარტი) - მ. პერეირა, ვიქტორი, ლუნა - ჯოვანი დოს სანტოსი.
გაფრთხილება: ვერდიუ, ფორლინი, ტეხერა, კასილია - ლუნა, ჰემედი
გაძევება: ლუნა (81)
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 19-16; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 18-11 (7-3); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 17 200
გრანადა-ვალეკანო 2:0
გოლები: 1:0 ამატი (24 ს.კ.), 2:0 რესიო (80)
გრანადა (4-2-3-1): რობერტო - ნიომი, დიახატე, მაინსი, სიკეირა - მ. რიკო, რესიო - ტორჟე (76. ორტისი), ბრაიმი (72. არანდა), ორელიანა (83. ანგულო) - იგჰალო.
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - ტიტო, ამატი, ფიგერასი, კასადო - ტრაშორასი, ფუეგო - ფ. ვასკესი (46. ხოსე კარლოსი), დელიბაშიჩი, პიტი - ლ. ბანგურა.
გაფრთხილება: რიკო, არანდა - კასადო, ფუეგო, ფიგერასი, ბანგურა
კუთხური: 5-10; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 12-15 (5-4); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 15 000
სოსიედადი-ბარსელონა 3:2
გოლები: 0:1 მესი (6), 0:2 პედრო (25), 1:2 გ. კასტრო (40), 2:2 გ. კასტრო (63), 3:2 აგირეჩე (91)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - ბერგარა, ილარამენდი - გრიზმანი, ჩაბი პრიეტო (78. პარდო), გ. კასტრო (73. იფრანი) - ველა (73. აგირეჩე).
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, პუიოლი, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ფაბრეგასი (58. მასკერანო) - პედრო (88. ადრიანო), მესი, ინიესტა.
გაფრთხილება: ი. მარტინესი, ილარამენდი, გრიზმანი - პიკე, ინიესტა, ბუსკეტსი
გაძევება: პიკე (56)
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 14-8 (6-3); ბურთის ფლობა: 31%-69%.
მაყურებელი: 30 000
ხეტაფე-სევილია 1:1
გოლები: 0:1 რეიესი (40), 1:1 კოლუნგა (43)
ხეტაფე (4-4-2): მოია - ხ. როდრიგესი (15. რაფა), აბრაამი, ალექსისი, ვალერა - სარაბია, ხ. ტორესი, ბორხა (73. მიჩელი), გავილანი - კოლუნგა, ალკასერი (58. ა. ვასკესი).
სევილია (4-2-3-1): პალოპი - სისინიო, ფასიო, ბოტია, კოკე - მადურო (58. კონდობია), მედელი - ხესუს ნავასი, რაკიტიჩი (84. დელ მორალი), რეიესი (65. სტევანოვიჩი) - ნეგრედო.
გაფრთხილება: ალექსისი, ბორხა, კოლუნგა, ტორესი - კოკე, კონდობია
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 9-10; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 8-13 (3-3); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 8 000
მალაგა-სელტა 1:1
გოლები: 1:0 დემიკელისი (37), 1:1 ა. ფერნანდესი (76)
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - ს. სანჩესი, დემიკელისი, ველიგტონი, მონრეალი - ტულალანი, იტურა - ხოაკინი, ისკო (80. დუდა), ბუონანოტე (66. პორტილიო) - სანტა კრუსი (59. სავიოლა).
სელტა (4-2-3-1): ვარასი - ხონი, კაბრალი, დემიდოვი, ლაგო - ოუბინია, ინსა (57. დე ლუკასი) - ა. ფერნანდესი, ა. ლოპესი (81. ბერმეხო), კრონ-დელი - ასპასი (87. ბელვისი).
გაფრთხილება: ბუონანოტე, დემიკელისი - ვარასი, კრონ-დელი, ასპასი, ლაგო, ბელვისი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 11-8; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 11-11 (7-5); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 21 000
ოსასუნა-დეპორტივო 2:1
გოლები: 1:0 კიკე სოლა (26), 2:0 ნინო (60), 2:1 კამუნიასი (92)
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, რუბენი, არიბასი, დამია - პუნიალი, ლოლო - სეხუდო (59. ხ. ლორენტე), ნინო (81. ლო), არმენტეროსი - კიკე სოლა (73. დე ლას კუევასი).
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - მ. პაბლო, აიტამი, ზე კაშტრო, სილვიო - ბერგანტინიოსი, პ. ასუნსაო - გამა (68, კამუნიასი), ანდრე სანტოსი (53. ოლივეირა), პიცი - რიკი (79. ვალერონი).
გაფრთხილება: ბერტრანი, დამია, პუნიალი, არიბასი, რუბენი - ანდრე სანტოსი
კუთხური: 8-6; ჯარიმა: 17-19; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 8-17 (4-5); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 19 000
ვალიადოლიდი-სარაგოსა 2:0
გოლები: 1:0 გერა (12), 2:0 ოსკარი (75)
ვალიადოლიდი (4-2-3-1): დ. ერნანდესი - რუკავინა, სერენო, ვალიენტე, პენია - რუბიო, ბარახა (90. ნეირა) - ებერტი (23. ლარსონი), ოსკარი, ომარი (70. ბუენო) - გერა.
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - ხ. ფერნანდესი, პინტერი, ლოოვენსი (30. ლანძარო), აბრაამი - მოვილია, აპონიო (27. ტარსი) - სუკულინი (75. ალამო), ე. ორიოლი, მონტანიესი - პოშტიგა.
გაფრთხილება: ომარი - ლანძარო, აპონიო, აბრაამი
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 13-12 (6-2); ბურთის ფლობა: 48%-58%.
მაყურებელი: 13 000
ატლეტიკო-ლევანტე 2:0
გოლები: 1:0 ადრიან ლოპესი (32), 2:0 კოკე (60)
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - მანკილიო, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, ტიაგო, გაბი (65. რაულ გარსია), კ. როდრიგესი - ადრიან ლოპესი (72. არდა თურანი), ფალკაო (58. დ. კოშტა).
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ლელი, ბალესტეროსი, დ. ნავარო, პ. ლოპესი - იბორა, დიოპი - ელ-ჟარი (60. ბარკერო), მიჩელი (72. ხუანლუ), რუბენ გარსია (80. როხერი) - მარტინსი.
გაფრთხილება: გაბი - ლოპესი, მიჩელი, მუნუა, ლელი
კუთხური: 9-6; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 13-10 (4-2); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 40 000
ვალენსია-რეალი 0:5
გოლები: 0:1 იგუაინი (8), 0:2 დი მარია (34), 0:3 რონალდო (36), 0:4 რონალდო (41), 0:5 დი მარია (45)
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - რ. კოშტა, რამი, რუისი, გუარდადო - გაგო (46. ბარაგანი), ტინო კოსტა - პიატი (73. ბერნატი), ბანეგა, ჟონასი - სოლდადო (64. ვალდესი).
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, ვარანი, ალბიოლი, ფ. კოენტრაო - ხედირა (74. კალეხონი), ჩაბი ალონსო (57. ესიენი) - დი მარია, იოზილი (66. მოდრიჩი), რონალდო - იგუაინი.
გაფრთხილება: ჟონასი, გაგო, ბანეგა - არბელოა, კოენტრაო, დი მარია, ესიენი
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 22-13; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 20-13 (4-7); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 50 000
Video
ვალენსია - რეალი 0:5
ვალენსია - რეალი 0:5
21 იანვარი
ბეტისი-ბილბაო 00:30
სატურნირო მდგომარეობა
ბომბარდირები: 29 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 18 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), კრიშტიანო რონალდო (რეალი).
მომდევნო ტური
26 იანვარი
სელტა-რეალ სოსიედადი, ლევანტე-ვალიადოლიდი, სარაგოსა-ესპანიოლი, დეპორტივო-ვალენსია.
27 იანვარი
რეალი-ხეტაფე, რაიო ვალეკანო-ბეტისი, ბარსელონა-ოსასუნა, ბილბაო-ატლეტიკო, მალიორკა-მალაგა.
28 იანვარი
სევილია-გრანადა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XX ტურის წინ: "რეალი" და "ვალენსია" - თასი-ჩემპიონატი-თასი