"ატლეტიკომ" რადამელ ფალკაო 3 კვირით დაკარგა

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩში, რომელშიც "ატლეტიკომ" 2:0 მოუგო "ლევანტეს" და "ბარსას" 8 ქულამდე მიუახლოვდა, ტრავმა მიიღო მადრიდელთა ლიდერმა რადამელ ფალკაომ.

კოლუმბიელი თავდამსხმელი დიეგო სიმეონემ მე-2 ტაიმში გამოცვალა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე არგენტინელმა თავკაცმა განაცხადა, რომ ფალკაო დაახლოებით 3 კვირით გამოეთიშა გუნდს.

ასე რომ, ფორვარდმა შეიძლება გამოტოვოს ევროპალიგის 1/16-ფინალის პირველი მატჩი ყაზანის "რუბინის" წინააღმდეგ.

ასევე იხილეთ:
დიეგო სიმეონე: ყველაფერს გავაკეთებ, რომ "ატლეტიკოს" ეს შემადგენლობა შევინარჩუნო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული