ჟოან ლაპორტა: ხოსეპ გვარდიოლამ "ბარსა" არა ჟოზე მოურინიოს, არამედ სანდრო როსელის გამო დატოვა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა გუნდიდან ხოსეპ გვარდიოლას წასვლის მიზეზებზე ალაპარაკდა. მოგეხსენებათ, გვარდიოლამ შარშანდელი სეზონის შემდეგ ფეხბურთისგან ერთწლიანი პაუზა აიღო და ახალი სეზონიდან მიუნხენის "ბაიერნს" გაწვრთნის.

"თავიანთი ქმედებებით "ბარსას" ახალმა ხელმძღვანელებმა იმდენს მიაღწიეს, რომ პეპი თავს გამოფიტულად გრძნობდა. მაგალითისთვის, როცა "ბარსელონას" ფეხბურთელებს დოპინგის გამოყენება დააბრალეს, ხელმძღვანელობას თავი არ მოუკლავს რეაგირებისთვის და ამაზეც გვარდიოლა ზრუნავდა. არადა, მწვრთნელი და ფეხბურთელები ასეთი შემოტევებისგან დაცულნი უნდა იყვნენ".

არასოდეს მჯეროდა გავრცელებული აზრის, თითქოს ჟოზე მოურინიოს გამო დატოვა პოსტი პეპმა. ეს მან კლუბის ახლანდელი პრეზიდენტის, სანდრო
როსელის გამო გააკეთა.


ასევე იხილეთ:
ხოსეპ გვარდიოლა: ფეხბურთი ძალიან მომენატრა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული