ანდრეს ინიესტა: კარიერის დასრულება "ბარსელონაში" მინდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" 28 წლის ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა იმედოვნებს, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულება სხვა კლუბში არ მოუხდება.

ინიესტა, მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელი არ არის (ანდალუსიელია), "ბარსელონას" აღზრდილია და პირველ გუნდში უკვე 400-ზე მეტი მატჩი აქვს გამართული.

"ჩემი სურვილი, ალბათ, ყველასთვის გასაგები იქნება - მსურს კარიერა აქ დავასრულო, "ბარსელონაში". ერთადერთი, რის გამოც შეიძლება გადაწყვეტილება შევცვალო, ჩემი თამაშის დონეა. თუ ის მკვეთრად გაუარესდება და მივხვდები, რომ "ბარსელონას" დონეს აღარ შევეფერები, მე გუნდიდან წავალ", - განაცხადა ანდრესმა.

ასევე იხილეთ:
ანდრეს ინიესტა წლის საუკეთესო ფლეიმეიქერია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული