კაკა და მარსელო "ვალენსიასთან" არ ითამაშებენ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი ფეხბურთელები მარსელო და კაკა ესპანეთის თასზე "ვალენსიასთან" მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში არ ითამაშებენ.

მარსელო გამოჯანმრთელების შემდეგ უკვე მეორედ ვერ ხვდება "ვალენსიასთან" მატჩის განაცხადში.

რაც შეეხება კაკას, ჟოზე მოურინიოს მისი დახმარება არც ამჯერად დასჭირდა. აქვე გეტყვით, რომ ბრაზილიელი ვარსკვლავი შესაძლოა "მილანში" დაბრუნდეს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული