22 იანვარს, ისააკ კუენკას დაბრუნების შემდეგ, საერთო ჯგუფს უკვე დავიდ ვილიაც შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, როცა "ბარსელონას" 25-ივე ფეხბურთელი ჯანმრთელია და თამაშისთვის მზადაა.
რაც შეეხება ვილიას, ტრავმის გამო მან "სოსიედადთან" და "მალაგასთან" შეხვედრები გამოტოვა.
შეგახსენებთ, რომ "მალაგასთან" საპასუხო მატჩს ესპანეთის თასზე "ბარსელონა" 24 იანვარს გამართავს.