დავიდ ვილია "მალაგასთან" სათამაშოდ მზადაა

AutoSharing Option
"ბარსელონას" სამედიცინო შტაბმა ესპანელ ფორვარდს დავიდ ვილიას თასის მატჩისთვის მომზადების ნება დართო.

22 იანვარს, ისააკ კუენკას დაბრუნების შემდეგ, საერთო ჯგუფს უკვე დავიდ ვილიაც შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, როცა "ბარსელონას" 25-ივე ფეხბურთელი ჯანმრთელია და თამაშისთვის მზადაა.

რაც შეეხება ვილიას, ტრავმის გამო მან "სოსიედადთან" და "მალაგასთან" შეხვედრები გამოტოვა.

შეგახსენებთ, რომ "მალაგასთან" საპასუხო მატჩს ესპანეთის თასზე "ბარსელონა" 24 იანვარს გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული