ესპანეთში გავრცელდა ხმები, თითქოს კაპიტნების შეხვედრაზე ფლორენტინო პერესთან იკერ კასილიასმა და სერხიო რამოსმა საკითხი ასე დააყენეს: თუ მოურინიო მომავალ სეზონშიც "რეალში" დარჩება, მაშინ ისინი წავლენ სამეფო კლუბიდან. ფლორენტინო პერესმა მსგავსი შინაარსის საუბარი გამორიცხა.
"მე არ მიყვარს ხოლმე პრესკონფერენციების გამართვა, როცა კლუბი პროცესშია, სეზონი მიმდინარეობს, მაგრამ ახლა ტრადიციას უნდა ვუღალატო: დღეს დილით გავრცელებული ჭორი აღმაშფოთებელია, ასეთი რამ "რეალს" არ
სრული სიცრუეა, თითქოს ჩემთან შეხვედრაზე კაპიტნებმა რაიმე ნეგატიური თქვეს მწვრთნელის შესახებ. არანაირი ულტიმატუმი კასილიასსა და რამოსს არ წამოუყენებიათ.
დღეს გავრცელებული ინფორმაცია არა მარტო სრული სიცრუეა, არამედ ეს არის კლუბზე სერიოზული შეტევა. პრესას დიდ პატივს ვცემ, კრიტიკას ხშირად ვუსმენ, ხანდახან უსამართლოსაც კი, მაგრამ ეს კრიტიკა არაა.
არის რაღაც ზღვარი, რომლის იქით გადასვლასაც არ გირჩევთ. თქვენ ეს ზღვარი გადალახეთ: ეს არ არის ყოველდღიური ჭორი, როცა რომელიმე ფეხბურთელი გადმოგყავთ "რეალში", ან "რეალიდან" უშვებთ; ეს უკვე პროფესიული ეთიკის საკითხია და სერიოზული დასკვნებია გამოსატანი".
ფლორენტინო პერესი, პირველ რიგში, "მარკას" პუბლიკაციამ გააღიზიანა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბის პრეზიდენტმა უარყო ეს ინფორმაცია, "მარკა" მაინც თავის აზრზეა - გამოცემა ამტკიცებს, რომ ნაღდი ინფორმაცია მოიპოვა და არა ჭორი.
ასევე იხილეთ:
კასილიასმა და რამოსმა შესაძლოა "რეალი" დატოვონ, თუ მოურინიო ზაფხულში კლუბში დარჩება