იკერ კასილიასი და სერხიო რამოსი: ჩვენი მხარდაჭერა ჟოზე მოურინიოს!

AutoSharing Option
"მარკამ" უნდა დაიკვეხნოს, გაზეთი ვარო - ამ გამოცემის ერთმა ინფორმაციამ ამხელა აურზაური გამოიწვია მსოფლიო ფეხბურთის გრანდში:

ჯერ ფლორენტინო პერესმა სპეციალური პრესკონფერენცია მოაწყო და ოფიციალურად უარყო "მარკაში" დაბეჭდილი ინფორმაცია, თითქოს გუნდის კაპიტნებისა და პრეზიდენტის შეხვედრაზე იკერ კასილიასმა და სერხიო რამოსმა ულტიმატუმით მიმართეს ფლორენტინო პერესს:

თუკი ჟოზე მოურინიო გუნდში დარჩება, მაშინ ჩვენ წავალთ "რეალიდანო".

ახლა კი ოფიციალური კომუნიკე თავად რამოსმა და კასილიასმა გამოაქვეყნეს, სადაც 4 პუნქტად უარყვეს "მარკას" ინფორმაცია.

1. პრეზიდენტთან შეხვედრაზე ჩვენ არანაირი ულტიმატუმი არ წაგვიყენებია მწვრთნელის შესახებ.

2. როგორც კაპიტნები,
კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ჩვენი სახელების გამოყენებას ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში.

3. ჩვენ გვსურს, დიდი პატივისცემა გამოვხატოთ ჩვენი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს მიმართ, რომელსაც დიდად ვაფასებთ.

4. დაბოლოს, კლუბის გულშემატკივრებს ერთიანობას ვთხოვთ, როგორც ყოველთვის, სეზონის სირთულეების გადალახვაში.

ჰალა მადრიდ!
იკერ კასილიასი და სერხიო რამოსი


ასევე იხილეთ:
ფლორენტინო პერესი: ეს აღარ არის უბრალო ჭორი, ეს უკვე "რეალზე" შეტევაა
კასილიასმა და რამოსმა შესაძლოა "რეალი" დატოვონ, თუ მოურინიო ზაფხულში კლუბში დარჩება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული