ჩემპიონატს რომ თავი გავანებოთ, "მანჩესტერ იუნაიტედთან" უმძიმეს ორთაბრძოლაში ესპანელები ანტონიო ადანის იმედზე უნდა იყვნენ.
უნაი ემერიმ კი იოლად გაიყვანა "სევილია" ნახევარფინალში. სწორედ ამ თამაშით დავიწყებთ...
ემერის შანსი
უნაი ემერის გუნდს ევროთასებზე მოხვედრა ახლა მხოლოდ "სამეფო თასის" წყალობით თუ შეუძლია. ამიტომაც "სევილია" ყოველ ღონეს ხმარობს ამ ტურნირზე.
საპასუხო მატჩში ბევრი რამ "სარაგოსას" ახალწვეულის, ხოსე ფერნანდესის გაძევებამ გადაწყვიტა. ალვარო
უნაი ემერი (სევილია): "თამაშის გაყოფა ფაზებად შეიძლება: 11 - 11-ის წინააღმდეგ, 11 - 10-ის წინააღმდეგ და 11 - 9-ის წინააღმდეგ. ყოველ მომდევნო ფაზაში ჩვენი უპირატესობა აშკარა ხდებოდა".
მანოლო ხიმენესი (სარაგოსა): "სანამ თანაბარ პირობებში ვთამაშობდით, მეტოქეს არაფერი დავუთმეთ. მიუხედავად ამისა, 9 კაცითაც არ წარმოგვიჩენია თავი ცუდად".
კანალესი 9-თვიანი პაუზის მერე
"რეალის" კართან კუთხურს აწოდებდნენ. ალიაქოთში ალვარო არბელოამ ფეხი ამოსცხო თავისივე გოლკიპერს. იკერ კასილიასი ტკივილისგან დაიმანჭა, ეგრევე გაიძრო ხელთათმანი და შველა ითხოვა.
თავიდანვე ჩანდა, რომ ხელის ტრავმა სერიოზული იყო. შემდეგ ექიმთა მცდელობისა და თავად იკერის სურვილის საწინააღმდეგოდ, ჟოზე მოურინიომ ის ანტონიო ადანით შეცვალა.
პირველი ტაიმის მიწურულს ქარიმ ბენზემამ ანგარიში გახსნა და ნახევარფინალისტის ვინაობაც გაირკვა. ერთ ტაიმში "ვალენსია" 4 გოლის გამტანს არ ჰგავდა, ფაბიო კოენტრაოს და ანხელ დი მარიას გაძევების მიუხედავად. საბოლოოდ, ზედიზედ სამ მატჩში "რეალმა" მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა "ვალენსიასგან" (2:0, 5:0, 1:1) და დამსახურებულად გავიდა ნახევარფინალში.
ამ შეხვედრაში მოედანს 9-თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი წარმომადგენელი სერხიო კანალესი.
ერნესტო ვალვერდე (ვალენსია): "სამწუხაროდ, ყველაზე ცუდად მაშინ ვითამაშეთ, როცა რიცხობრივ უპირატესობაში დავრჩით".
აიტორ კარანკა (რეალი): "რეალის" ფეხბურთელები არ არიან აგრესიულები. ის, რაც ამ შეხვედრაში მოხდა, გამონაკლისია. მთავარია, რომ მიზანს მივაღწიეთ".
მეოთხედფინალი. საპასუხო მატჩები
სევილია-სარაგოსა 4:0 (0:0)
გოლები: 1:0 ნეგრედო (36), 2:0 რაკიტიჩი (45), 3:0 ნეგრედო (66-პენ), 4:0 დელ მორალი (90)
სევილია (4-2-3-1): დ. ლოპესი - სისინიო, ფასიო, სპაჰიჩი, ფ. ნავარო - მედელი (52. დელ მორალი), კონდობია - ხესუს ნავასი, რაკიტიჩი, რეიესი (75. სტევანოვიჩი) - ნეგრედო (71. ბ. დიავარა).
სარაგოსა (4-2-3-1): ლეო ფრანკო - ხ. ფერნანდესი, ლანძარო, სეპუნარუ, პარედესი - ხოსე მარი, ფ. გონსალესი - ვ. როდრიგესი (51. ექტორი), სუკულინი (69. მოვილია), ვილჩესი - ალამო (33. ორტი)
გაძევება: ხ. ფერნანდესი (25), ფ. გონსალესი (65)
ვალენსია-რეალი 1:1 (0:2)
გოლები: 0:1 ბენზემა (44), 1:1 ტინო კოსტა (51)
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ჟ. პერეირა, რამი, რ. კოშტა, სისოკო - რუისი (57. პიატი), ტინო კოსტა - ვიერა, ჟონასი (69. კანალესი), გუარდადო (46. ბანეგა) - ვალდესი.
რეალი (4-2-3-1): კასილიასი (16. ადანი) - არბელოა, ვარანი, ალბიოლი, ფ. კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია, იოზილი (52. ნაჩო), რონალდო - ბენზემა (74. მოდრიჩი).
გაძევება: კოენტრაო (50), დი მარია (87)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"სევილია" და "რეალი" ესპანეთის "სამეფო თასის" ნახევარფინალში გავიდნენ [VIDEO]