"მალაგასთან" მატჩში ლიონელ მესიმ ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
"მალაგასთან" ესპანეთის თასის საპასუხო მატჩში "ბარსელონას" 25 წლის ლიდერმა ლიონელ მესიმ ტრავმა მიიღო.

არგენტინელმა მე-80 წუთზე "ბარსას" მეოთხე გოლი გაიტანა, მაგრამ დაშავდა კიდევაც და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ჟორდი როურამ არგენტინელი ტიაგო ალკანტარათი შეცვალა.

როგორც "ბარსას" პრესსამსახურმა განაცხადა, საბედნიეროდ, მესის ტრავმა არ აღმოჩნდა სერიოზული; მწვრთნელმა თავი დაიზღვია და ამიტომაც გამოცვალა.

ლიონელმა ბარძაყის კუნთი დაიზიანა. სავარაუდოდ, მესი 21-ე ტურის მატჩში, "ოსასუნას" წინააღმდეგ, ითამაშებს.

ასევე იხილეთ:
ლიონელ მესი: მარცხის გამო არ უნდა ვინერვიულოთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული