რომლის კვანძიც მე-2 დამატებული წუთის მიწურულს გაიხსნა, მექსიკელი ანდრეს გუარდადოს ჩაწოდებულს უმეთვალყურეოდ დატოვებული პორტუგალიელი მცველი რიკარდო კოშტა გამოეხმაურა და "ვალენსიამაც" 3:2 იმარჯვა.
ამ ეპიზოდს პაულო ასუნსაოს გაძევება მოყვა, რაც მეორე იყო "დეპორტივოსთვის" (მანამდე სილვიო გააძევეს).
მატჩის ჩარხი ორჯერ შეტრიალდა - ჯერ "ვალენსია" იგებდა, ჟონასმა თავით მატჩის 31-ე (!) წამზე გაიტანა, შემდეგ კი მასპინძელთა ფორვარდმა რიკიმ დუბლი (განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მეორე გოლი) შეასრულა. მე-2 ტაიმში, სილვიოს გაძევების შემდეგ, ნელსონ ვალდესმა გაათანაბრა.
ერნესტო ვალვერდე (ვალენსია): "დეპორტივომ" მეორე გოლი კონტრშეტევაზე გაიტანა, ამით ცუდ მდგომარეობაში ჩაგვავგდო. ძალიან გაგვიჭირდა მოგება, მეტოქე ტურნირის ფსკერზეა და მთელი ძალებით იბრძვის".
ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXI ტურის წინ: ანტონიო ადანი - მე მზად ვარ!