"ვალენსიამ" თითქმის წაგებული თამაში, 92-ე წუთზე მოიგო

AutoSharing Option
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 21-ე ტურში "რიასორზე", ტრადიციულად, ბრწყინვალე მატჩი გაიმართა.

რომლის კვანძიც მე-2 დამატებული წუთის მიწურულს გაიხსნა, მექსიკელი ანდრეს გუარდადოს ჩაწოდებულს უმეთვალყურეოდ დატოვებული პორტუგალიელი მცველი რიკარდო კოშტა გამოეხმაურა და "ვალენსიამაც" 3:2 იმარჯვა.

ამ ეპიზოდს პაულო ასუნსაოს გაძევება მოყვა, რაც მეორე იყო "დეპორტივოსთვის" (მანამდე სილვიო გააძევეს).

მატჩის ჩარხი ორჯერ შეტრიალდა - ჯერ "ვალენსია" იგებდა, ჟონასმა თავით მატჩის 31-ე (!) წამზე გაიტანა, შემდეგ კი მასპინძელთა ფორვარდმა რიკიმ დუბლი (განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მეორე გოლი) შეასრულა. მე-2 ტაიმში, სილვიოს გაძევების შემდეგ, ნელსონ ვალდესმა გაათანაბრა.

დომინგუშ პასიენსია
(დეპორტივო): "ძნელია ეს წაგება ახსნა. პირველივე წუთიდან მდევრის როლში ვიყავით, თუმცა შევძელით წინ გასვლა, მაგრამ დაცვაში ინდივიდუალურმა შეცდომებმა გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია. ფეხბურთელებს არ ვუკარგავ მონდომებას, მაგრამ თუ სულ ასე შეცდებიან, უკეთეს შედეგს ვერ მიიღებენ".

ერნესტო ვალვერდე (ვალენსია): "დეპორტივომ" მეორე გოლი კონტრშეტევაზე გაიტანა, ამით ცუდ მდგომარეობაში ჩაგვავგდო. ძალიან გაგვიჭირდა მოგება, მეტოქე ტურნირის ფსკერზეა და მთელი ძალებით იბრძვის"
.

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXI ტურის წინ: ანტონიო ადანი - მე მზად ვარ!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული