ლიონელ მესი: რაც მთავარია, "ბარსელონამ" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
"ბარსელონას" ბომბარდირი ლიონელ მესი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩში "ოსასუნასთან" ოთხი გოლი გაიტანა, თამაშის შემდეგ მშვიდი და თავმდაბალი იყო.

უკვე მერამდენე რეკორდი დაამყარა არგენტინელმა და კიდევ რამდენს დაამყარებს?! - საკითხავი ესაა. 27 იანვარს მან თავის სიას მორიგი მიღწევა შემატა - "ოსასუნასთან" პოკერის შესრულებით ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც პრიმერაში 200 გოლი მიითვალა.

რაც შეეხება შეხვედრას, ის კატალონიელთა სასარგებლოდ, 5:1 დასრულდა.

VideoSportall.Ge
ბარსელონა - ოსასუნა 5:1

"ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, - ჩვეული მოკრძალებული მანერით ისაუბრა მესიმ
მატჩის შედეგზე. - ამ თამაშის წინ ბევრს საუბრობდნენ "ელ კლასიკოზე", თუმცა ჩვენ ჯერ წინ "ოსასუნასთან" თამაში გვქონდა და კონცენტრირება მასზე გვმართებდა".

"რეალისა" და "ბარსელონას" მორიგი დაპირისპირება ფეხბურთის მოყვარულებს უკვე მომავალ ოთხშაბათს ელით, როდესაც ესპანური გიგანტები ერთმანეთს ესპანეთის თასის შეხვედრაში შეხვდებიან.

ამ მნიშვნელოვანი მატჩის წინ ორივე კლუბის ლიდერს ლა ლიგაში კარგი მოთელვა გამოუვიდა - მესის პოკერს კრიშტიანო რონალდომ "ხეტაფეს" კარში ჰეთ თრიკით უპასუხა. თუმცა, ალბათ, უფრო მართებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ არგენტინელმა უპასუხა პორტუგალიელს, რადგან მადრიდელებმა კატალონიელებზე ადრე ითამაშეს.

"არ ვიცი, იყო თუ არა ლიონელ მესი რონალდოს გოლებით მოტივირებული. ვფიქრობ, მას დამატებითი მოტივაცია არც არავისგან სჭირდება.

როდესაც ხედავ, როგორ სჩადის მესი ყოველდღიურად სასწაულს, უკვე ეჩვევი ამას. თუმცა, დროთა განმავლობაში იმასაც ხვდები, რომ მისი შესაძლებლობები ამოუწურავია",
- აქვეყნებს "ბარსელონას" მწვრთნელის, ჟორდი როურას ნათქვამს Goal.com.

ასევე იხილეთ:
ჟორდი როურა: ტიტო ვილანოვა "ბარსას" ნიუ იორკიდან მართავს
კრიშტიანო რონალდო: "ბარსელონას" დამარცხების კარგი შანსი გვაქვს
ლა ლიგა. XXI ტური: რონი - ჰეთ თრიკი, მესი - პოკერი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული