XXI ტურის შეჯამება: როცა ჰეთ თრიკი ცოტაა...

AutoSharing Option
როგორც ჩანს, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი ერთმანეთის იქით ვერავის ამჩნევენ, თუმცა იმდენად კარგად თამაშობენ, რომ შეუძლებელია, თავიანთი გუნდების ინტერესები დააზარალონ. რომელ ზარალზეა ლაპარაკი, როცა 21-ე ტურში მათ ერთად 7 გოლი გაიტანეს.

ტურის მატჩი უდავოდ ბილბაოში გაიმართა, სადაც, როგორც იქნა, აჩვენა მარსელო ბიელსას გუნდმა ის ფეხბურთი, რომელსაც მისგან ელიან და "ატლეტიკო" გააჩერა.

მესი vs რონი
ლიონელ მესიმ 90 წუთი ითამაშა "ოსასუნასთან" 5:1 მოგებულ თამაშში. მან 7-ჯერ დაარტყა კარისკენ, 4-ჯერ ზუსტად, გაიტანა 4 გოლი, ერთხელ დაჯარიმდა და 2-ჯერ თამაშგარეში მოხვდა.

კრიშტიანო
რონალდომ 73 წუთი ითამაშა "ხეტაფესთან" 4:0 მოგებულ მატჩში. მან 7-ჯერ დაარტყა კარისკენ, 5-ჯერ ზუსტად და გაიტანა 3 გოლი. ერთხელ მის წინააღმდეგ იუხეშეს და ერთხელ რონალდო თამაშგარე მდგომარეობაში მოხვდა.

ჩვენი "ტურნირი" "მესი vs რონი" უკვე მეორე სეზონს ითვლის და პირველად მოხდა, რომ ჰეთ თრიკის შემსრულებელმა "დუელი" წააგო: 15:9 მესის სასარგებლოდ!

იცით თუ არა, რომ...
* ლიონელ მესიმ ზედიზედ მე-11 ტურში გაიტანა

* ლიონელ მესიმ ლა ლიგაში 200-გოლიან ზღვარს გადააბიჯა

* კრიშტიანო რონალდომ საკლუბო ასპარეზზე 300-ზე მეტი გოლი გაიტანა.

* კრიშტიანო რონალდომ კარიერაში მე-20 ჰეთ თრიკი შეასრულა.

ტურის საუკეთესო გოლი
ხოსე ბარკერო (ლევანტე) "ვალიადოლიდის" კარში

ტურის საუკეთესო პასი
ანხელ დი მარია (რეალი) საგოლე პასი კრიშტიანო რონალდოს.

ტურის სტატისტიკა
34 გოლი ტურში (3,4 მატჩში). 6 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 2 ფრედ დასრულდა და 2 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 63 ყვითელი ბარათი, 7 წითელი დაარიგეს.

პოკერი: ლიონელ მესი (ბარსელონა)
ჰეთ თრიკი: კრიშტიანო რონალდო (რეალი)
დუბლი: რიკი (დეპორტივო).
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: აიმერიკ ლაპორტე (ბილბაო, 18 წლის).

ყველაზე მეტი მაყურებელი: 71 100 - "კამპ ნოუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 13 000 - "ტერესა რივერო"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 23 - მალიორკა
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 13 - რეალი
ყველაზე მეტი ჯარიმა: 19 - რაიო ვალეკანო
ყველაზე მეტი კუთხური: 13 - ვალენსია, მალიორკა
ყველაზე მეტი თამაშგარე: 10 - ბარსელონა
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 73% - ბარსელონა

Sportall.Ge
ჩვენს 11 რჩეულში მხოლოდ ერთი დებიუტანტია - "ლევანტეს" ვეტერანი ნახევარმცველი ხოსე ბარკერო, რომელმაც ტურის ულამაზესი გოლი გაიტანა საჯარიმო დარტყმით. ლეო მესი 21 ტურში 16-ჯერ მოხვდა სიმბოლურში!


მე-12 ფეხბურთელი: მარკელ სუსაეტა (ბილბაო)

ტურის გმირი
ლიონელ მესი (ბარსელონა)

მესის ეს ადგილი ავტომატურად ეკუთვნის. წესად ვაწესებთ, რომელი ფეხბურთელიც ტურში პოკერს შეასრულებს, ის ავტომატურად ტურის გმირია ჩვენს შეჯამებაში.

ბომბარდირები
33 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
21- კრიშტიანო რონალდო (რეალი)
18 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

ასისტენტები
12 - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)
9 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)
8 - ლიონელ მესი (ბარსელონა)

გოლი+პასი
41 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
25 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
19 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

მომდევნო ტური

1 თებერვალი:
ვალიადოლიდი-ბილბაო.

2 თებერვალი:
ოსასუნა-სელტა, ხეტაფე-დეპორტივო, ესპანიოლი-ლევანტე, გრანადა-რეალი.

3 თებერვალი:
მალაგა-სარაგოსა, სევილია-რაიო ვალეკანო, ვალენსია-ბარსელონა, ატლეტიკო-ბეტისი, რეალ სოსიედადი-მალიორკა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXI ტური: რონი - ჰეთ თრიკი, მესი - პოკერი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული