წლის პირველი "ელ კლასიკო": რაფაელ ვარანის გოლმა ჟოზე მოურინიო იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო
ესპანეთის სამეფო თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "რეალმა" "ბარსელონას" უმასპინძლა. ალბათ, საპასუხო მატჩამდე იოლი არ იქნება მომავალი ფინალისტის ვინაობის გამოცნობა, მაგრამ ფაქტია, დღეიდან უკვე "ბარსელონაა" ფავორიტი, რადგან კატალონიელებმა სტუმრად 1:1 ითამაშეს.

ის კი არა, ლეო მესის პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილი სესკ ფაბრეგასის გოლით "ბარსა" იგებდა კიდევაც, მაგრამ დიდი ხანია, "რეალს" "სანტიაგო ბერნაბეუზე" არ წაუგია და არც ახლა წააგო.

შეიძლება ითქვას, ჟოზე მოურინიო ახალგაზრდა რაფაელ ვარანის თავურმა იხსნა, იხსნა, მაგრამ რამდენი ხნით, საკითხავი ესაა.

საპასუხო მატჩი 28 თებერვალს "კამპ ნოუზე" გაიმართება.

Sportall.Ge

VideoSportall.Ge
რეალი - ბარსელონა 1:1



ასევე იხილეთ:
რაფაელ ვარანი: ეს მატჩი არასდროს დამავიწყდება
სესკ ფაბრეგასი: "რეალთან" ფრე მისაღები შედეგია
ჟორდი როურა: ყველაფერი საპასუხო მატჩში გადაწყდება
ჩავი: კუთხური, რომლის შემდეგაც "რეალმა" გაათანაბრა, დასანიშნი არ იყო
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე მაინტერესებს რეალმა თუ კამპ-ნოუზე ბარსას ვერ აჯობა და გავარდა, მოურინიოს გუნდში ისედაც რთული სიტუაცია აქვს და ამის შემდეგ კიდევ უფრო გაბანძდება და ასეთი რეალით აპირებს ის ჩემპიონთა ლიგის მოგებას?! ისე ჟოზეს, რომ ნამუსი და ვაჟკაცობა ქონდეს კარგა ხანია აღიარებდა თავის ესპანეთში ჩავარდნას და კაცურად წავიდოდა, მაგრამ როგორც ერთმა ჩვენიანმა თქვა ეგა და მიხო-ვადაგასული ერთი ქაქიდან არიან ჩამოსხმულნი და სანამ "გრელანდიასავით" ვიღაცამ ძალით არ გაიტანა, თავისით არადა არ წავლენ...
ეხ ჟოზე, ჟოზე!
21:02 31-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული