ჩავი: კუთხური, რომლის შემდეგაც "რეალმა" გაათანაბრა, დასანიშნი არ იყო

AutoSharing Option
ესპანეთის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ "ბარსელონას" წარმომადგენლები ფრეს ურიგო შედეგად არ მიიჩნევდნენ, თუმცა მოგების ხელიდან გაშვების გამოც წუხდნენ.

30 იანვარს მადრიდში გამართული მატჩი "რეალსა" და "ბარსელონას" შორის ფრედ, 1:1 დასრულდა. სესკ ფაბრეგასის გოლს რაფაელ ვარანმა უპასუხა.

"ბარსელონას" ნახევარმცველი ჩავი მიიჩნევს, რომ კუთხური, რომლის შემდეგაც "რეალმა" ანგარიში გაათანაბრა, შეცდომით იყო დანიშნული.

"ბურთმა ხაზი რონალდოსგან გადაკვეთა და შესაბამისად, კუთხური დასანიშნი არ იყო - უბრალოდ, მსაჯი ვერ ხედავდა ამ ეპიზოდს.

მიუხედავად ამისა, ჩვენ უპირატესობის შედეგში ასახვა გვმა
რთებდა - მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ
ვთამაშობდით, ვიდრე მეტოქე, მაგრამ სამ-ოთხ ისეთ ხელსაყრელ ეპიზოდში ვერ ვიყოჩაღეთ, როგორსაც სხვა დროს არ ვანიავებთ ხოლმე",
- უთხრა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა AS-ს.

ასევე იხილეთ:
წლის პირველი "ელ კლასიკო": რაფაელ ვარანის გოლმა ჟოზე მოურინიო იხსნა [VIDEO]
რაფაელ ვარანი: ეს მატჩი არასდროს დამავიწყდება
სესკ ფაბრეგასი: "რეალთან" ფრე მისაღები შედეგია
ჟორდი როურა: ყველაფერი საპასუხო მატჩში გადაწყდება
მკითხველის კომენტარები / 1 /
შე ტ,,,,,აკო კუტხური კიარა პენალი რო იყო ის რატო არ გახსოვს
ლევა
23:01 31-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული