ბუნებრივია, გაზეთი არც "რეალის" თამაშს გულისხმობს და მით უფრო, არც ჟოზე მოურინიოს დამსახურებას - ბოლო-ბოლო, "სანტიაგო ბერნაბეუზე" 1:1 "ბარსელონასთვის" კარგი შედეგია და ფავორიტიც კატალონიური გრანდია.
"მარკა" გულისხმობდა 19 წლის ფრანგის, რაფაელ ვარანის სუპერთამაშს, რომელმაც მხოლოდ იმიტომ ითამაშა ამ შეხვედრაში, რომ სერხიო რამოსი დისკვალიფიცირებული იყო.
ვარანმა ბრწყინვალედ ითამაშა დაცვის ცენტრში. ის, რომ ლეო მესი შთამბეჭდავი არ იყო ამ შეხვედრაში, დიდად მისი დამსახურებაცაა.
"ეს მატჩი არასდროს დამავიწყდება, ოცნება 19 წლის ასაკში
Video
რეალი - ბარსელონა 1:1
რეალი - ბარსელონა 1:1
"ვარანმა ძალიან მაგრად ითამაშა, უკეთესის წარმოდგენა შეუძლებელიც კია; თან გოლი გაიტანა", - ეს უკვე აიტორ კარანკას სიტყვებია, რომელიც ჟოზე მოურინიოს ნაცვლად მივიდა.
"ბარსელონას" დროებითმა თავკაცმა ჟორდი როურამ შემდეგი თქვა:
"ბოლოსკენ იყო შანსი ანგარიშის გაზრდის. ახლა ამაზე ლაპარაკი დაგვიანებულია. ჩემი აზრით, "რეალთან" მისსავე მოედანზე 1:1-ის თამაში, როცა საპასუხო მატჩი წინაა, კარგი შედეგია".
კაპიტნური
"ბარსელონას" კაპიტანი კარლეს პუიოლი ყოველთვის იცავს "ფეარ პლეის" პრინციპებს და თანაგუნდელებსაც ამისკენ მოუწოდებს.
იმ ეპიზოდში, როცა ჟერარდ პიკემ კრიშტიანო რონალდოს სახიფათო ეპიზოდი გააუვნებელყო, ტრიბუნიდან "რეალის" ფანებმა სანთებელა ისროლეს.
პიკემ სანთებელა აიღო და მსაჯისთვის საჩვენებლად მიდიოდა, როცა კაპიტანმა ხელი შეუშალა, გამოართვა სანთებელა და იქვე, მოედნის მიღმა გადააგდო.
Video
კარლეს პუიოლის ღირსეული საქციელი ელ კლასიკოს დროს
კარლეს პუიოლის ღირსეული საქციელი ელ კლასიკოს დროს
"მარკასეული" შეფასებები
რეალი:
დიეგო ლოპესი 7
"რეალის" ახალწვეული სტაბილური და კარგი იყო, მესის დარტყმა მოიგერია, ალბას დარტყმულსაც გაუმკლავდა.
მიკაელ ესიენი 7
ფლანგი დაცული იყო და შეტევაშიც ერთვებოდა. იმაზე მეტი მივიღეთ, რასაც მისგან ველოდით.
რაფაელ ვარანი 10
მისთვის პირველი კლასიკო იყო და 19 წლის ასაკში მოედანზე საუკეთესო იყო. მან რამდენჯერმე გადაარჩინა გუნდი, შემდეგ კი გაიტანა კიდევაც. "რეალს" მომავალ დეკადაში ერთი კარგი ცენტრალური მცველი უკვე ჰყავს.
რიკარდო კარვალიო 4
რამდენადაც კარგი იყო ცენტრში ვარანი, იმდენად დიდი იყო სხვაობა მას და მის მეწყვილეს შორის. მიიღო ყვითელი ბარათი და გასაძევებელიც იყო.
ალვარო არბელოა 5
იმაზე ნაკლებად აქტიური იყო, ვიდრე შეუძლია, რასაც კარგად იყენებდა "ბარსა".
ჩაბი ალონსო 7
ძალიან კარგი იყო ჩაშლაში, ნაკლებად - შეტევაში
სამი ხედირა 6
ჩრდილში იყო. ბოლო თამაშებში ძალიან კარგად გამოიყურებოდა და იმის ფონზე მოუკლო.
ხოსე კალეხონი 5
პირველი იყო, ვინც მწვრთნელმა შეცვალა. 0:1-ის მომენტში ძალიან იპასიურა.
მესუთ იოზილი 7
სხვათა შორის, საკმაოდ სწრაფი ფეხბურთი შემოგვთავაზა. საგოლე პასის ავტორია.
კრიშტიანო რონალდო 7
მუდმივი საფრთხე იყო "ბარსელონასთვის", თუმცა ისე ეფექტური არ იყო. მეორე ტაიმში ძალიან ახლოს იყო გოლთან, მაგრამ ვერ დაარტყა კარში ხეირიანად.
ქარიმ ბენზემა 6
მან გაანიავა ორი კარგი შანსი, მოურინიომ მეტის შანსი არ მისცა და იგუაინით შეცვალა.
სათადარიგოები: მოდრიჩი (5), იგუაინი (5)
მწვრთნელი: მოურინიო (6)
ბარსელონა:
ხოსე პინტო 7
კარგად ითამაშა, კრიშტიანოს მაგარი დარტყმა აუღო, გოლისას ვერაფერს გააწყობდა.
დანი ალვეში 7
აქტიური შეტევებში, ცოტა იბნეოდა დაცვაში. ნელ-ნელა ნამდვილი დანი ალვეში ბრუნდება.
კარლეს პუიოლი 8
როგორც ყოველთვის, საიმედო და თავგანწირული.
ჟერარდ პიკე 9
ყველაზე საიმედო მცველი სტუმართა რიგებში. ერთ-ორ ეპიზოდში ძალიან მაგრად ითამაშა.
ჟორდი ალბა 7
ინიესტასთან კარგად ურთიერთობდა, აი, დაცვაში კი უჭირდა.
სერხიო ბუსკეტსი 7
შავი სამუშაო კარგად შეასრულა, არაფერი გამორჩეული.
ჩავი 9
თამაშის ტემპს კარნახობდა, აკეთებდა გადასარევ პასებს.
სესკ ფაბრეგასი 8
გოლის ავტორი, კედელს უთამაშებდა ხშირად მესის და ინიესტას. დიეგო ლოპესთან პირისპირ გასულმა ძალიან დააგვიანა.
პედრო 7
მას შეეძლო "ბარსას" მეორე გოლის გატანა, მაგრამ აპატია "რეალს" შეცდომა დაცვაში, უკან ეხმარებოდა თავისიანებს.
ანდრეს ინიესტა 9
კაცი, რომელსაც შეუძლია ბურთი გააქროს. მისი მაღალი კლასი საოცარია.
ლიონელ მესი 8
მარტო მისი გამოჩენაც კი საკმარისია მეტოქის დაცვის დაპანიკებისთვის. მართალია, ისეთი ეფექტური არ იყო, როგორც ხშირად გვინახავს, მაგრამ "ბარსას" ხაზებს შორის კარგად მოქმედებდა.
კოპა დელ რეი. ნახევარფინალი. I მატჩი
რეალი-ბარსელონა 1:1
გოლები: 0:1 ფაბრეგასი (50), 1:1 ვარანი (81)
რეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - ესიენი, ვარანი, რ. კარვალიო, არბელოა - ხედირა, ჩაბი ალონსო - კალეხონი (57. მოდრიჩი), იოზილი, რონალდო - ბენზემა (62. იგუაინი).
ბარსელონა (4-3-3): პინტო - დანი ალვეში, პიკე, პუიოლი, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ფაბრეგასი (84. ტ. ალკანტარა) - პედრო (75. სანჩესი), მესი, ინიესტა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კარლეს პუიოლის ღირსეული საქციელი "ელ კლასიკოს" დროს [VIDEO]