ლიონელ მესი: მოკეტე! შენ, უბრალოდ, მოურინიოს თოჯინა ხარ!

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ "ელ კლასიკოს" შემდეგ (1:1), რომელიც მადრიდში გაიმართა, "სამეფო კლუბის" მცველ ალვარო არბელოასა და ჟოზე მოურინიოს ასისტენტ აიტორ კარანკას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"სანტიაგო ბერნაბეუსთან" ახლოს მესის არბელოასთან შელაპარაკება მოუვიდა და არგენტინელმა ესპანელს იდიოტი უწოდა. არბელოას ამ დროს ცოლი ახლდა.

აღნიშნული ინფორმაცია ტელეგადაცემა Punto Pelota-ში გაჟღერდა, ხოლო ტელეარხმა La Sexta-მ და რადიო La COPE-მ ლიონელ მესისა და აიტორ კარანკას კონფლიქტზე ისაუბრეს.

"მოკეტე! შენ, უბრალოდ, მოურინიოს თოჯინა ხარ", - იყვირა მესიმ. ინციდენტი საფინალო სასტვენის შემდეგ მოხდა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
რა მოხდა,ვინ დაიწყო,რა უთხრა იმან ამას.გაგვაგებინე მაინც.ესეთი იდიოტობა და უაზრო წერა არ მოგწყინდათ?
datvi
19:31 01-02-2013
0
ხალხნო, ნამდვილად მიკვირს, რაში გაინტერესებთ ვიღაც გაუნათლებელმა შეზღუდული გონების მესიმ რა უთხრა თავისნაირ არსებას. მაგათი აზრი და გამონათქვამი არაფერს ნიშნავს. მათი მოვალეობაა ის ადამიანები მოედანზე სირბილით გაართონ, ვინც მათ საყურებლად დადის. ამ სირბილსა და ხტუნაობაში უხდიან ფულს და არა რაღაც აბდაუბდის ლაპარაკში. სადღაც წავიკითხე, მესის ასოების წერაც უჭირსო.
გიო
22:07 01-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული