ლიონელ მესი: მოკეტე! შენ, უბრალოდ, მოურინიოს თოჯინა ხარ!

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ "ელ კლასიკოს" შემდეგ (1:1), რომელიც მადრიდში გაიმართა, "სამეფო კლუბის" მცველ ალვარო არბელოასა და ჟოზე მოურინიოს ასისტენტ აიტორ კარანკას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"სანტიაგო ბერნაბეუსთან" ახლოს მესის არბელოასთან შელაპარაკება მოუვიდა და არგენტინელმა ესპანელს იდიოტი უწოდა. არბელოას ამ დროს ცოლი ახლდა.

აღნიშნული ინფორმაცია ტელეგადაცემა Punto Pelota-ში გაჟღერდა, ხოლო ტელეარხმა La Sexta-მ და რადიო La COPE-მ ლიონელ მესისა და აიტორ კარანკას კონფლიქტზე ისაუბრეს.

"მოკეტე! შენ, უბრალოდ, მოურინიოს თოჯინა ხარ", - იყვირა მესიმ. ინციდენტი საფინალო სასტვენის შემდეგ მოხდა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
რა სასაცილოები ხართ რა
nika
13:02 07-02-2013
0
უბრალოდ ამ კომენტარების ავტორებს არ გრცხვენიათ? უბრალოდ მაინტერესებს... ვინაა ხო მესი, თქვენ ვინ ხართ თქვენ, მესის თურმე წერა არ ცოდნია, ათასი წელი რომ იცოცხლოთ მაგ ადამიანის აზროვნების 5 პროცენტს ვერ მიუახლოვდებით ... შურიანებო, რას წარმოადგენთ ამ სიტყვების მერე,თქვენ ცხოვრებას მიხედეთ.. თქვენ ხო ხართ ტვინიკოსები და ამ ტვინიკოსობით ხომ აწყობილი გაქვთ თქვენი ცხოვრება ... ვაი თქვენს პატრონს, მესის თქვენი სალაპარაკო არაფერი აქ...
nika
13:00 07-02-2013
0

სიახლეები პოპულარული