დანი ალვეში: ესპანეთი რასიზმთან ბრძოლას აგებს!

AutoSharing Option
"ბარსელონას" ბრაზილიელი მცველი დანი ალვეში მიიჩნევს, რომ ესპანეთში რასიზმი შემაშფოთებლად იკრებს ძალას.

ეს კომენტარი მან კლასიკოს მეორე დღეს გააკეთა პრესასთან.

"რასისტული შეძახილები ხშირია "სანტიაგო ბერნაბეუზე", მაგრამ მარტო მანდ არა, სხვა სტადიონებზეც კი, შეიძლება უფრო შემაშფოთებელ ფომრებში. რა თქმა უნდა, ესპანეთში ებრძვიან ამ ცუდ მოვლენას, მაგრამ, ჩემი აზრით, ქვეყანა ამ ბრძოლას აგებს პირწმინდად.

უკვე ათი წელია ესპანეთში ვარ და რასიზმს ყოველ ნაბიჯზე ვაწყდები. საჭიროა უფრო ქმედითი ზომები და არა კლუბების სასაცილო თანხით, 1-2 ათასი ევროთი დაჯარიმება. ელიტის კლუბებისთვის ეს თანხა არაფერია,
ყურადღებასაც არ აქცევენ ასეთ ჯარიმებს. აი, ნახეთ, რა კარგად ებრძვიან რასიზმს ინგლისში".


ალვეშმა კლასიკოს მსაჯი იმიტომაც შერისხა, რომ კრიშტიანო რონალდოს ყვითელი ბარათი არ მისცა - აღნიშნა, მსაჯს რონალდოსი ეშინიაო.

დანის გამონათქვამებზე კომენტარი "რეალის" ლეგენდა მანოლო სანჩისმა გააკეთა: "რა თქმა უნდა, დანი ალვეში ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. მაგრამ მოედანს მიღმა მას კულტურა და ეთიკა აკლია, მე არ მომწონს მისი გამონათქვამები".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დანიელ ალვეში: ყოველ გამარჯვებას ტიტო ვილანოვას ვუძღვნით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული