ეს სიტყვები ესპანეთის ნაკრების მწვრთნელ ვისენტე დელ ბოსკეს ეკუთვნის და მართლაც ასე იყო, ოღონდ ერთი შენიშვნით:
"ატლეტიკომ" და "სევილიამ" ერთმანეთი არ დაზოგეს, შედეგად მივიღეთ თამაშში სამი გაძევება და სამი პენალტი. ეს ყველაფერი ერთ, მეორე ტაიმში მოხდა.
"ატლეტიკომ" დიეგო კოშტას დუბლით (რა თქმა უნდა, პენალტებით) მოუგო "სევილიას", რომლის შემადგენლობაშიც თავი (პენალტით) ალვარო ნეგრედომ გ
არ შეიძლება არ აღვნიშნოთ თურქი არდა თურანის კარგი თამაში. თქმა არ უნდა, დღეისათვის არდა ლა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კლასის ნახევარმცველია.
დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ატლეტიკომ" ბრწყინვალე მატჩი ითამაშა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მე ასე ვიტყოდი: ამ თამაშის შემდეგ შანსები 50-50-ზეა".
უნაი ემერი (სევილია): "თამაშის შედეგი იყო სამართლიანი. ძალიან მაგარი მატჩი იყო და ბევრი ენერგია წაიღო, ცალკე საფიქრალი მაქვს, საპასუხო მატჩისთვის ორი მცველის შემცვლელის გამოძებნა".
ესპანეთი. კოპა დელ რეი. ნახევარფინალი. I მატჩი
ატლეტიკო-სევილია 2:1
გოლები: 1:0 დ. კოშტა (49-პენ), 1:1 ნეგრედო (56-პენ), 2:1 დ. კოშტა (71-პენ)
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - გაბი, მ. სუარესი - არდა თურანი, ადრიან ლოპესი (63. კ. როდრიგესი), კოკე (59. კატა დიასი) - დ. კოშტა.
სევილია (4-3-3): ბეტო - სისინიო, ფასიო, სპაჰიჩი, ფ. ნავარო - მედელი, მადურო (51. ბოტია), კონდობია (76. რეიესი) - ხესუს ნავასი, ნეგრედო (86. კოკე), რაკიტიჩი.
გაძევება: სპაჰიჩი (48), გოდინი (55), ნავარო (85)
საპასუხო მატჩი 27 თებერვალს
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კოპა დელ რეი. ნახევარფინალი. I მატჩი: კოლოსალური ვარანი!