ევერ ბანეგა "ვალენსიას" ვარჯიშზე მთვრალი მივიდა

AutoSharing Option
"ბარსელონასთან" მატჩისთვის მზადებისას "ვალენსიას" ბაზაზე ერთი ინციდენტი მოხდა - ვარჯიშზე დაგვიანებით და ნასვამ მდგომარეობაში მივიდა 24 წლის არგენტინელი ევერ ბანეგა.

ბანეგა ხშირად ხვდება ხოლმე უცნაურ სიტუაციებში, ნოემბერში მან მთავარ მწვრთნელს უცენზურო ჟესტი აჩვენა, რისთვისაც კლუბმა ფინანსურად დასაჯა, მანამდე კი ტრავმა... ბენზინგასამართ სადგურზე მიიღო, როცა საკუთარმა ავტომობილმა ფეხზე გადაუარა.

ფეხბურთელის სიმთვრალეს უარყოფს "ვალენსიას" თავკაცი ერნესტო ვალვერდე:

"ევერმა უბრალოდ დააგვიანა ვარჯიშზე, სულ ეს არის. როცა ფეხბურთელი აგვიანებს ვარჯიშზე, ის ჯარიმას იხდის. ბანეგას, რა თქმა უნდა, ველაპარაკე მომხდარზე, თუმცა ჯერ არ გადამიწყვეტია, ვათამაშებ
თუ არა "ბარსელონას" წინააღმდეგ"
.

ასევე იხილეთ:
კიდევ ერთი უცნაური ტრავმა ვალენსიაში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული