გვარდიოლა: მესი 250 მილიონი ევრო ღირს!

AutoSharing Option
”ბარსელონას” მთავარმა მწვღთნელმა ხოსე გვარდიოლამ განაცხადა, რომ მესის კატალონური კლუბი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ მის სანაცვლოდ 250 მილიონ ევროს მიიღებს. გვარდიოლამ ეს განცხადება ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციების გამო გააკეთა, რომელთა თანახმად, მესის ყიდვით მილანის ”ინტერია” დაინტერესებული”, - წერს ინტერნეტგამოცემა tribalfootball.com.

”თუ მორატი 250 მილიონს გადაგვიხდის და მესიც წასვლაზე თანახმა იქნება, მაშინ დალაპარაკება შეიძლება”, - განაცხადა გვარდიოლამ, თუმცა  დასძინა, რომ მესის ”ბარსას” დატოვება არ სურს და ამ შემთხვევაში ფეხბურთელის აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

23 წლის მესი მთელი თავისი კარიერის
მანძილზე ”ბარსელონაში” გამოდის. მან ოთხჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ერთხელ ესპანეთის თასი, სამჯერ ქვეყნის სუპერთასი, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა და თითოჯერ უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მესიმ მსოფლიოს 2006 და 2010 წლის ჩემპიონატებში მიიღო მონაწილეობა. ასევე, 2008 წლის ოლიმპიადაზე პეკინში, სადაც არგენტინელებმა ოქროს მედლები მოიპოვა. 2009 წელს მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ”ოქროს ბურთი” მოიპოვა.

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული