"რეალ სოსიედადის" ყოფილი პრეზიდენტი: ფეხბურთელები 6 სეზონი იღებდნენ დოპინგს

AutoSharing Option
ბასკური კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა ინიაკი ბადიოლამ განაცხადა, რომ კლუბში ფეხბურთელები დიდი ხნის განმავლობაში იღებდნენ აკრძალულ პრეპარატებს.

ბადიოლამ თქვა, რომ ეს 2001 წლიდან 2008 წლამდე გრძელდებოდა.

"2008 წელს ჩვენმა კლუბმა გაყარა ექიმები ედუარდ ესკობარი და ანტონ გოროჩატეგი, რომლებიც ამ საქმიანობით იყვნენ დაკავებულები. ჩვენს მოსვლამდე, 6 სეზონის განმავლობაში, ეს ექიმები ფეხბურთელებს მაშინ აკრძალულ მედიკამენტებს აძლევდნენ, რომლის ფულსაც კლუბის "შავი სალაროდან" იღებდნენ და შემდეგ გადამყიდველებთან ყიდულობდნენ", - განაცხადა ბადიოლამ.

ასევე იხილეთ:
ფიფამ პერუს ნაკრების ფეხბურთელი დოპინგში გამოიჭირა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული