ლა ლიგის სეზონის მე-6 მსხვერპლი - "მალიორკამ" ხოაკინ კაპაროსი გაუშვა

AutoSharing Option
"მალიორკას" ხელმძღვანელობამ, რომელიც 17 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა, მიაღწია შეთანხმებას ხოაკინ კაპაროსთან და კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დაირღვა.

ამის შესახებ ბალეარული კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება.

აი, რა თქვა კლუბის პრეზიდენტმა სერა ფერერმა: "ძალიან უხერხული სიტუაცია იყო ჩემთვისაც და მწვრთნელისთვისაც, მაგრამ ცვლილება, რომელიც იხსნის "მალიორკას" გავარდნისგან, აუცილებელი იყო. მადლობა ხოაკინ კაპაროსს გაწეული შრომისათვის".

კაპაროსის მემკვიდრედ ესპანური პრესა ბერნდ შუსტერს ან გრეგორიო მანსანოს სახავს.

ასევე იხილეთ:
ლა ლიგის მეხუთე მსხვერპლი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული