გრეგორიო მანსანო "მალიორკას" მწვრთნელი მესამედ გახდა

AutoSharing Option
ლა ლიგის ბოლოსწინა ადგილზე მყოფმა (22 ტურში მხოლოდ 17 ქულა) "მალიორკამ" ხოაკინ კაპაროსის ნაცვლად მთავარ მწვრთნელად გრეგორიო მანსანო დანიშნა.

კლუბის პრეზიდენტმა სერა ფერერმა მადლობა გადაუხადა ბასკ სპეციალისტს გაწეული მუშაობისთვის: "ძალიან უხერხული სიტუაცია იყო ჩემთვისაც და მწვრთნელისთვისაც, მაგრამ ცვლილება, რომელიც იხსნის "მალიორკას" გავარდნისგან, აუცილებელი იყო. მადლობა ხოაკინ კაპაროსს გაწეული შრომისათვის".

გრეგორიო მანსანო კარიერაში მესამედ (!) გახდა "მალიორკას" თავკაცი. 56 წლის სპეციალისტს ამ კლუბში 2002-03 წლებში და 2006-10 წლებში უმუშავია. მანსანოს პუბლიკას სამშაბათს წარუდგენენ.

შეგახსენებთ, რომ "მალიორკა" მე-6 გუნდია ლა ლიგაში, რომელმაც
მწვრთნელი შეიცვალა: "ესპანიოლის", "ვალენსიას", "დეპორტივოს", "სევილიას" და "გრანადას" შემდეგ.

ასევე იხილეთ:
ლა ლიგის სეზონის მე-6 მსხვერპლი - "მალიორკამ" ხოაკინ კაპაროსი გაუშვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული