ესპანეთი-ურუგვაი: "ფურია როხას" რაულმა უმასპინძლა

AutoSharing Option
6 თებერვალს ყატარის დედაქალაქი დოჰა საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს მასპინძლობს ესპანეთისა და ურუგვაის ნაკრებთა მონაწილეობით.

"ხალიფა ინტერნეშნლზე" კონტინენტისა და მსოფლიოს ჩემპიონები ოდნავ შესუსტებული შემადგენლობით წარსდგებიან, რადგან ვისენტე დელ ბოსკეს გუნდში ტრავმიანობაა: იკერ კასილიასს ხელზე თაბაშირი 5 თებერვალს მოხსნეს, ნახევარდაცვას კი ჩაბი ალონსო და ჩავი მოაკლდებიან. მოწინავე ფეხბურთელთა ნაწილი კი თავად მწვრთნელმა არ გამოიძახა (მაგალითად, ფერნანდო ტორესი).

ნაკრებში სამი პოტენციური დებიუტანტია: 23 წლის მცველი სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი), 25 წლის ნახევარმცველი მარიო სუარესი (ატლეტიკო) და 20 წლის პლეიმეიქერი ისკო (მალაგა).

ურუგვაის ნაკრებს აკლია
"საუთჰემპტონის" ნახევარმცველი გასტონ რამირესი, რომელმაც ტრავმა მიიღო გასულ უქმეებზე. სამაგიეროდ, შეიძლება აღდგეს შეტევის ტრიო: ფორლანი-კავანი-სუარესი.

* ესპანეთის ნაკრებს 17 თამაშია, არ წაუგია (13 მოგება, 4 ფრე), 2011 წლის ნოემბრის მერე.
* ურუგვაის ნაკრებთან ბოლო სამი დაპირისპირებიდან 2 ესპანეთის ნაკრებმა მოიგო.
* კარლეს პუიოლი გახდება ესპანეთის ნაკრების ისტორიაში მე-7 ფეხბურთელი, ვინც 100-მატჩიან ზღვარს მიაღწევს.
* ურუგვაის ნაკრებმა ბოლო 6 მატჩიდან ერთი მოიგო.
* ურუგვაის ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი დიეგო ფორლანს აქვს გატანილი - 33. ლუის სუარესი მას 4 გოლით ჩამორჩება.

განხეთქილება?
ესპანური პრესის ცნობით, ესპანეთის ნაკრებში მიკროკლიმატი ძალზე გაუარესდა, რაც ბოლო კლასიკოს ბრალია. პრესის ცნობით, მადრიდელი და ბარსელონელი ფეხბურთელები შეკრებაზე ერთმანეთს საერთოდ არ ეკონტაქტებიან.

ამასობაში არაბულ ქვეყანაში მოთამაშე რაულ გონსალეს ბლანკომ დრო იხელთა და ყოფილი თანაგუნდელები სასტუმროში მოინახულა. ლეგენდარული "შვიდიანი" შვილების და აგენტის, ხინეს კარვახალის თანხლებით მივიდა სასტუმროში თანამემამულეების სანახავად.

"რეალის" 35 წლის ლეგენდა ყატარულ "ალ სადში" თამაშობს. ესპანეთის ნაკრებში მან 102 მატჩში 44 გოლი გაიტანა.

ეროვნული ნაკრებები. ამხანაგური მატჩები

6 თებერვალი
იაპონია-ლატვია	14:20
აზერბაიჯანი-ლიხტენშტეინი 18:00
ხორვატია-სამხ. კორეა 18:00
მოლდოვა-ყაზახეთი 19:00
ბელორუსი-უნგრეთი 20:00
ჩილე-ეგვიპტე 21:00
კვიპროსი-სერბეთი 21:00
ნორვეგია-უკრაინა 21:00
სლოვენია-ბოსნია 21:00
ალბანეთი-საქართველო 22:00
ისრაელი-ფინეთი 22:00
ესპანეთი-ურუგვაი 22:00
თურქეთი-ჩეხეთი 22:15
მაკედონია-დანია 22:30
მალტა-ჩრდ. ირლანდია 22:30
ინგლისი-ბრაზილია 23:30
საბერძნეთი-შვეიცარია 23:30
ისლანდია-რუსეთი 23:30
ჰოლანდია-იტალია 23:30
შვედეთი-არგენტინა 23:30
ბელგია-სლოვაკეთი 23:45
ირლანდია-პოლონეთი 23:45
შოტლანდია-ესტონეთი 23:45
უელსი-ავსტრია 23:45
საფრანგეთი-გერმანია 00:00
რუმინეთი-ავსტრალია 00:00
პორტუგალია-ეკვადორი 00:45

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:
ესპანეთის ნაკრებს დოჰაში რაული დახვდა
ესპანეთის ნაკრების შეკრებაზე "რეალის" და "ბარსელონას" ფეხბურთელები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული