ჟერარ პიკემ და შაკირამ თავიანთი ვაჟი მსოფლიოს გააცნეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველმა ჟერარ პიკემ და მისმა რჩეულმა, კოლუმბიელმა მომღერალმა შაკირამ "თვითერის" პერსონალურ გვერდზე თავიანთი ახალშობილის პირველი ფოტოსურათი წარმოადგინეს.

ფოტოს, რომელზეც ბედნიერი მამა თავის ვაჟიშვილს კოცნის, მინაწერი აქვს: "გაიცანით, ჩვენი ბიჭუნა მილანი".

პოპულარულ წყვილს ვაჟი 22 იანვარს ბარსელონაში შეეძინა. მშობლებმა მას იტალიური ქალაქის პატივსაცემად მილან პიკე მებარაკი დაარქვეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჟერარი და შაკირა უკვე დიდი ხანია, ერთად არიან და ახლა უკვე შვილიც ჰყავთ, დაქორწინებას არ ჩქარობენ.


მკითხველის კომენტარები / 1 /
იტალიის ქალაქ მილანის საპატივსაცემო არ დაურქმევიათ :D მილანი ძალიან ცნობილი და გავრცელებული სახელია ყოფილი ჩეხესლოვაკიის ქვეყნებში და ლამაზი განმარტებაც აქვს.. მილან ბაროში გაიხსენეთ..
dato
17:47 07-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული