ჯადოქარი ფორთოხლისფერი ბუცებით და 8-ნომრიანი მაისურით

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ლიდერმა "ბარსელონამ" მადრიდულ "ხეტაფეს" შავი დღე აყარა - 6:1 მოუგო.

ანდრეს ინიესტამ გოლი გაიტანა და თანაგუნდელს ფანტასტიკური საგოლე პასი გაუკეთა, რამაც ძალიან აღაფრთოვანა კლუბის ერთ-ერთი ბოსი ანდონი სუბისარეტა:

"დღეს ჩვენ მოედანზე გვყავდა ნამდვილი ჯადოქარი, ფორთოხლისფერი ბუცებით და 8-ნომრიანი მაისურით. ახლა ნიუ იორკში მივფრინავ, ტიტოს მოსანახულებლად და ფეხბურთზე სალაპარაკოდ".

წაგებულთა მწვრთნელმა ლუის გარსიამ თქვა: "ჩვენ ორ კლუბს შორის სხვაობა კი არა უფსკრულია".

ასევე იხილეთ:
"ბარსელონამ" "ხეტაფე" გაანადგურა, ლეო მესიმ ზედიზედ მე-13 ტურში გაიტანა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული